#42248733 · 15 Sep 2014, 21:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამაზე თემა არის გახსნილი ცოტა ქვევით. მაგრამ არაუშავს, აქ შევეცდები გითხრა ჩემი აზრი.
მე ვიცი იაპონური ენა და ამიტომ შემიძლია გითხრა, რომ მარტო სწავლა არ იქნება ნაყოფიერი ენის სპეციფიკიდან გამომდინარე. უპირველეს ყოვლისა ბგერების გამოთქმა, იეროგლიფების წერის მანერა და ა.შ. პირველი ერთ წელი მაინც სჯობს საბაზისო ცოდნა მიიღო და მერე თუ გინდა მარტო გააგრძელე. ძალიან რთული ენაა, მიუხედავად იმისა, რომ გრამატიკა აქვს ადვილი. გრამატიკას შენც ისწავლი მარტო, თუმცა გამოთქმას, წინადადებების წყობას მარტო ვერ შეეჭიდები.
მოკლედ იმისათვის რომ დრო არ დაკარგო ტყუილუბრალოდ ჩემი აზრი გითხარი. დანარჩენი რა თქმა უნდა შენ იცი.
ისე წიგნები არის, მაგალითად "მინნანო ნიჰონგო" და ა.შ.
|