Kaifistkaცოტა ღვინო დაალევინე და თვითონ შეთანხმდებიან
ისე კი ბრჭყალს რო დახურავ, მერე უნდა დასვა სასვენი ნიშანი. თუ მაგას გულისხმობდი.
პ.ს. თუმცა მთლად ეგრეც არ ყოფილა. დავგუგლე და...
სასვენი ნიშნები – წერტილი, მძიმე, ორ-წერტილი, წერტილ-მძიმე – უნდა დაისვას ბრჭყალის შემდეგ, ხოლო კითხვისა და ძახილის ნიშნები ბრჭყალის წინ დაისმის თუ ბრჭყალის შემდეგ, ეს დამოკიდებულია კონტექსტზე.
„ქვესკნელს დავალ, მზისა შუქი მენატრება“, - თქვა სახნისმა.
სახნისმა თქვა: „ქვესკნელს დავალ, მზისა შუქი მენატრება“.
„შეშა არა გაქვს?“ - ჰკითხა სტუმარმა.
„გზა! გზა!“ - დაუძახა მჭექარე ხმით შავარდენმა.
„ეგ აქ რა მოსატანია?!“ - ჰკითხა კესომ.
სახნისი
This post has been edited by zrzbrb on 2 Aug 2014, 02:25