მოგზაურთა კლუბის განყოფილებაში თურქეთიდან განხილული არის მხოლოდ ქემერი, ალანია და სტამბული. სამწუხაროდ, არცერთი მათგანი არ პასუხობს პასიური დამსვენებლების მოთხოვნებს.
ქემერი (დაბა სურამს ვეძახი მე) იგივე ქართული კურორტია უკვე.
ალანია ძირითადად მაინც სასტუმროებზე და გართობაზე ორიენტირებული.
სტამბული კი ტურისტული ქალაქია.
მე მინდა სანაპიროზე, ბუნებაზე და პენსიონრულ დასვენებაზე ორიენტირებული კურორტი. დავსერჩე თურქეთის საუკეთესო სანაპიორები და მივაგენი მართლა სამოთხეს დედამიწაზე. ამ ზაფხულს (აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისი) ვაპირებ ამ კურორტზე წასვლას და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ინფორმაცია ამ მშვენიერი ადგილის შესახებ:
ცისფერი ლაგუნა
ოლუდენიზი, თურქეთი
მდებარეობა: ეს არის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ანტალიასა და მარმარისს შორის ფეტიეს სანაპიროზე.
ეს ადგილი დასასვენებლად გათვლილია უფრო წყვილებსა და ოჯახებზე და არა ''თავგადასავლებისა'' ''ნაშების'' მაძიებლებზე.

ცისფერ ლაგუნასთან ყველაზე ახლოს არის ოლუდენიზი, სადაც არის ძირითადი სასტუმროები. ძალაინ მშვიდი და საყვარელი კურორტია. ლამაზი ბუნება, გასაოცარი ზღვის სანაპირო და მშვიდი გარემო (დიდი დისკოტეკები არ არის, ჩადის ძირითადად წყვილები და ოჯახები).ჩემდა გასაკვირად, საკმაოდ ცოტა და ძალიან ძვირია 5 ვარსკვლავიანი, ან ფეშენებლური ბუტიკ ჰოტელები. ძირითადად არის 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები.
მერე წავიკითხე ნეტში, რომ ცისფერი ლაგუნა დაცული ტერიოტორიაა (National Park), რის გამოც მშენებლობაზე გარკვეული სანქციებია დაწესებული და შესაბამისად ამას მივაწერე სასტუმროების ინფრასტქრუქტურის ნაკლები პროგრესი.
ფასები სასტუმროებში არის ძალიან მისაღები
მაგალითისათვის, ერთ-ერთი 4 ვარსკვლავიან All Inclusive სასტუმროში 12 ღამე ორი ადამიანისთვის სადღაც 1080$ ჯდება აგვისტოში.
აქ წასვლა მაქვს გადაწყვეტილი ჯერ-ჯერობით.
სასტუმროს ფასები აბსოლუტურად მისაღებია, ერთადერთი პრობლემა არის გზა. ყველაზე ახლოს ამ კურორტთან არის დალამანის აეროპორტი, სადაც პირდაპირი ფრენები საქართველოდან (არც ტრაპიზონიდან) არ არის. ერთი ვარიანტია თბილისი - სტამბული - დალამანი, ან მეორე, თბილისი - ანტალია - ავტობუსით ოლუდენიზამდე.
ვინმემ, სხვა, მსგავსი ტიპის დასასვენებლი ადგილი ხომ არ იცით თურქეთში?
ესეც ცისფერი ლაგუნის სურათები





კურორტის შესახებ დამატებით ინფორმაციებს კიდევ მოგვიანებით დავდებ....