გამარჯობათ.
მოკლედ,იდეები ძალიან ბევრი მაწუხებს და როგორც დამწყები პროგრამისტ/ფიზიკოსისთვის მემგონი ნორმალური ამბავია ეს.
ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ და მინდა რაიმეთი(ჩემი,პატარა პროექტით) დავკავდე უნივერსიტეტში სწავლის პარარელურად.
პირველი იდეა რაც მინდა,რომ განვახორციელო არის პატარა ვერტმფრენი არდუინოს მიკროკონტროლერით(ან რაიმე სხვა პროგრამატორით არაა მნიშვნელობა).
კოდის დაწერა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს,პროგრამირება მეხერხება. პრობლემას ვაწყდები თვითონ აგებულებაზე.ფიზიკურად როგორი უნდა იყოს,რამდენი პროპელერი უნდა,რა სიგრძის,როგორ ვიყიდო და ა.შ ერთი სიტყვით აწყობა მინდა,ნაწილები სად შეიძლება ვიყიდო.
რას მირჩევთ? დამაკვალიანეთ.
დაახლოებით ასეთი,რომ ავაწყო:
უფრო მარტივი:
დასაწყისისთვის რთული ხომ არ არის?
P.S მარტივი გრაფიკული პროგრამა თუ იცით რაიმე,რომელიც სანამ რაიმეს ააწყობ ნახავ სამ განზომილებაში..