მოკლედ გაგაცნობთ ჩემს გასაჭირს:
მე ვარ ილიას უნივერსიტეტის მაგისტრი, ეხლა იწყება ბოლო წელი და სამაგისტრო ნაშრომზე ფიქრის დროც მოვიდა.
ვარ საინჟინრო ფაკულტეტზე - კომპიუტერული გრაფიკის განხრით, შესაბამისად, ჩემი სამაგისტრო ნაშრომი არის მოკლე ანიმაცია (30 წამი და ზემოთ).
ჩემით უკვე მოვიფიქრე რამდენიმე სიუჟეტი, უბრალოდ ძალიან მინდა რომ კარგი გამოვიდეს, მოგეხსენებათ, მსგავსი ნაშრომი ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი კარიერისათვის, ამიტომ მინდა, რომ რაც შეიძლება კარგი გამოვიდეს.
ჩემი თხოვნა შემდეგია:
იქნებთ გაქვთ რაიმე იდეა? თქვენი დაწერილი, თქვენი მეგობრის ან ნათესავის, ან სულაც ვინმე უცნობის, თუნდაც ცნობილი მწერლის. იქნებ გაგიგიათ რაიმე ისტორია რომელიც მოგეწონათ და შესაძლებელია მოკლე მეტრაჟიან ფილმად იქცეს, როგორიც არ უნდა იყოს, სასაცილო, ნაღვლიანი, inspiring, იმედის მომცემი თუ "სასო წასარკვეთი", მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია იყოს კარგი!

ერთადერთი შეზღუდვა არის ის, რომ ამ ყველაფერს მარტო ვაკეთებ, და მიუხედავად იმისა, რომ 1 წელი მაქვს დრო, მაინც ვერ მოვახერხებ მასშტაბური ისტორიის შექმნას. მასშტაბურობა გამოიხატება პერსონაჟებისა და ლოკაციების რაოდენობაში.
გთხოვთ გამომეხმაუროთ აქ კომენტარებში, PM-ში, ან პირად მეილზე: tornikebardavelidze@gmail.com
გმადლობთ წინასწარ!

თუ პოსტი არასწორ სექციაში გავხსენი ბოდიშს გიხდით წინასწარ.