მოდაში შემოვარდა ახალი წიგნი "შიმშილის თამაშები"
მეც დავინტერესდი , შევიძინე , დახარჯულ ფულს ცრემლიანი თვალებით გავხედე მაგრამ მაინც დიდი შემართებით შევუდექი კითხვას.
შთაბეჭდილება მაგარი დამრჩა.
მეგონა რომ "fallout" და "unreal tournament" ნაზავისის სცენარს ვკითხულობდი.
წიგნის მთავარი გმირი არის ქეთნისი და სხვა პიტინა თუ პუტუნა და ეგეთი უჯიშობები ყველა მეორეხარისხოვანია.
თვითონ ქეთნისი გადასარევად არის დახატული.
ისე ვერ იძინებს თუ არ გაშიშვლდა
ბიჭს კოცნის რომ გადარჩეს და ამავდროულად სხვა ბიჭზე ფიქრობს.
მაგრამ მერე გადაიფიქრებს რატო ვაკოცე ამ ბიჭს არ მიყვარსო და დაე მომკლანო.
მოკლედ გასხმებით აღსავსე წიგნია , ვისაც უნდა ამერიკულ ბესტსელერიკაზე დროის გაყვანა , აუცილებლად წაიკითხეთ ტრილოგიის პირველი წიგნი.
ვინც უკვე წაიკითხა რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ?