#41830534 · 2 Aug 2014, 17:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მორიგი შეკითხვა ეხება კედლის შპაკლით დამუშავებას. კედელები არის ცემენტით კარგად შელესილი, ვფიქრობ გავაკრა შპალერი. ვინაიდან ხორკლიან ცემენტზე შპალერი არ გაეკვრება, გაკვრამდე საჭიროებს გაშპაკვლას. იუტუბზე ვიდეოებში ვნახე რომ გაშკაპვლამდე კედელს უსვამენ გრუნტს. გთხოვთ ამიხსნათ საჭიროებს თუ არა კედელი ამ გრუნტს აუცილებლად? თუ შეიძლება უგრუნტოთაც გაიშპაკლოს და გაეკრას შპალერი? თუ საჭიროებს რომელს მირჩევთ და რა ღირს? აგრეთვე შპაკლის შესახებაც გთხოვთ დაწეროთ ორიოდე სიტყვა, რომელი ჯობია და სად ვიყიდო... ელიავაზე ასაწონი წავა? რამე სპეციფიკა ხომ არ გააჩნია.... ანუ ხის და ბეტონის? ..... წინასწარ გმადლობთ.
--------------------
< < < Never Let The Days Go By > > >
|