#50506470 · 5 May 2017, 19:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბევრი არა, მაგრამ არიან ...
მაგალითად ჩემი მეზობელი: საშუალო სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე (ქუთაისში); იმავე წელს ჩაირიცხა "გპი"-ში საამშენებლო ფაკულტეტზე, დაამთავრა "წითელ დიპლომზე"; შემდეგ დაამთავრა ჯავახიშვილის ასპირანტურა ფილოსოფიის განხრით, მოიპოვა ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და მუშაობა დაიწყო ქუთაისის საოპერო თეატრში (ვიოლინოზე უკრავდა). მთელი ენციკლოპედია აქვს თავში. ახლა ძირითადად ლოთობს, და თუ დრო გამოუჩნდა "უნარებსა" და "ვიოლინოში" ამეცადინებს ბავშვებს ...
|