http://georgia.usembassy.gov/news-events/e..._statement.htmlAmbassador Norland’s Statement on Ugulava Detention (July 5)"This is a serious matter for Georgia, and the United States is following the case closely; we remain focused on principles and due process.
Our concern is heightened due to the fact that Georgia is in a pre-election environment, prior to the July 12 run-off elections. It is more important than ever that legal proceedings observe the highest standards of due process and be free of any type of political interference.
The U.S. understands there may be an appeal of the pre-trial detention, and we will be watching that closely.
We call on all sides to refrain from committing violence or provoking violence, and to promote a peaceful environment: it is especially important to reinforce respect for an independent judiciary and Rule of Law. "
აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი:
"უგულავას დაპატიმრება სერიოზული საკითხია საქართველოსთვის და შეერთებული შტატები მას განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს... აშშ მოელის, რომ იქნება ამ საკითხის აპელაცია და მას ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით"
----------------------------
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის შეფასებით, „გიგი უგულავას დაპატიმრება, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის წინა ვალდებულებებს“.
ასე ეხმაურება ბილდტი გიგი უგულავას დაკავებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე.
-----------------------------
ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი:
"უგულავას საქმე შეშფოთებას იწვევს!
მორატორუმი, როგორც წესი, არ არსებობს. მას იმ დროს მიმართავენ, როდესაც საზოგადოებაში არის ზოგადი აღქმა, რომ რაღაც არასწორია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვეაში, ამ საქმეში, არსებობს პოლიტიკური ელემენტი. მხოლოდ ასე შეიძლება ასეთი მორატორიუმის შემოღება. თუ ამის წინააღმდეგ წახვალ, მიდიხარ იმის წინააღმდეგ, რის დამტკიცებასაც ცდილობ. რა თქმა უნდა, ეს საქმე შეშფოთებას იწვევს!"
------------------------------
გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერი გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს ახსენებს!
“აღვნიშნავთ, რომ გიგი უგულავა, რომელსაც შეჩერებული აქვს მერობის უფლებამოსილება, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დროს ოპოზიციის კამპანიის ხელმძღვანელია. გავიხსენებთ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიერ 14 აპრილს გაკეთებულ განცხადებას საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებასა და სამართლებრივ დევნაზე მორატორიუმის დაწესების თაობაზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოფს სასამართლო პროცესის სრული დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლება იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც საქართველომ 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისას აიღო”, – ნათქვამია ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერის განცხადებაში.
–––––––––––––––––––––––––
აღარაფერს ვამბობ ობამა–ღარიბაშვილის ხანმოკლე შეხვედრისას ობამას მხრიდან საქართველოს მთავრობის გაფრთხილებაზე – არ გაბედოს პოლიტიკური დევნის წრმოება! This post has been edited by Taraskoneli on 6 Jul 2014, 12:17
" თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან! როდის დგება ეს ბოლო ჟამი? სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს!.." –– ვაჟა ფშაველა