გამარჯობა,
მე შენს შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი, მაგრამ მინდა რამოდენიმე შეკითხვა, ამ წერილის საშუალებით დაგისვა. ბუნებრივია დაგებადება კითხვა თუ საიდან გიცნობ. პასუხი მარტივია: მე ვიყავი შენს სახლში და იქ ღამეც კი გავათიე. მიუხედავად შენი და შენი ოჯახის არყოფნისა, სახლი რაღაც საოცრად გადარჩა და დგას მშვიდად, სხვა შენი მეზობლების გადამწვარ, გადაბუგულ და დანგრეულ სახლთა შორის. ერთ მშვენიერ დღესაც, როდესაც შენ დაუბრუნდები შენს კარ-მიდამოს, აქ ომი აღარ იქნება. თვალს შეავლებ შენს სახლს და მიხვდები რომ აქ ოდესღაც შენთვის საძულველმა "სადამსჯელო რაზმმა" გაათია ღამე. ჩვენ შენი ნივთებისათვის ხელი არ გვიხლია, უბრალოდ დასაძინებლად მოვედით. მაგრამ ახლა მე რატომღაც არ მეძინება და გადავწყვიტე წერილი დაგიწერო. აგერ უკვე თითქმის ერთი თვეა სახლში არ ვყოფილვარ. ჩვეულებრივი სამოქალაქო პირისათვის ეს შეიძლება არც ისე დიდი დრო იყოს, მაგრამ ომში სადაც, თითოეული წუთით, საათით, დღით ცხოვრობ გააზრებული გაქვს რომ ეს შეიძლება შენთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს. მე ახლა ვუყურებ შენს ავეჯს, ხალიჩას, სასწაულებრივად გადარჩენილ ტელევიზორს. ყველაფერი ისეა, როგორც ჩემს საკუთარ სახლში. შენც იმავე მაღაზიებში დადიხარ, სადაც მე და მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. შენი უმცროსი შვილი პირველკლასელი ყოფილა. გოგოა თუ ბიჭი? მეც მყავს შვილი, გოგო. ისიც პირველკლასელია შენი შვილივით. მხატვრობაზე ოცნებობს.. შენსას ალბათ ფეხბურთელობისაკენ მიუსწრაფის გული. მათი სათამაშოებიც კი ერთნაირია: პატარა დათუნიები სუპერმარკეტიდან, მარკები, ჟურნალები ცხოველების შესახებ. ჩვენ ისე ვგავართ ერთმანეთს, რომ ქუჩაში რომ შევხვედროდით შეიძლება ყურადღებაც არ მიგვექცია ერთმანეთვისთვის. მაშ რატომ გავხდი მე შენთვის სადამსჯელო რაზმის წევრი და შენ ჩემთვის ვატნიკი? მე ხომ აქ არ მოვსულვარ შენი მიწის დასაპყრობლად, ეს ჩემი მიწაცაა, ჩვენი სამშობლოს ნაწილი. მე არ შემიძლია ჩემი ზნეობის საწინააღმდეგოდ წავიდე და შენ..რატომ არ დაიცავი შენი სამშობლო, შენი მიწა-წყალი? მე რომელიც 23 წელი შენს გვერდით მშვიდობიანად ვცხოვრობდი, ახლა, უცბად გავხდი შენი მტერი? როდესაც შენს ქალაქს უცხოელი, წვერმოშვებული ჩუჩელები სხვა ქვეყნის დროშებით შემოესივნენ, არ იფიქრე რომ ეს ყველაფერი მე შენს ქალაქში მომიყვანდა და შენ კი იძულებულს გაგხდიდნენ რომ სიცოცხლის განმავლობაში სიმწრითა და წვალებით მოგროვებულ ქონებაზე უარი გეთქვა ფიზიკური გადარჩენისათვის? მეც შენსავით დიდ ქალაქში ვცხოვრობ. იქაც არის ქარხნები, მაღაროები და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არაფრით გამოირჩევა შენგან: ისინიც მშრომელი, პატიოსანი ხალხია, როგორც შენ. ისინიც ოცნებობენ ბედნიერ მომავალზე თავისი შვილებისათვის. და როდესაც ჩვენს ქალაქში მოვიდნენ ყაჩაღები მეზობელი ქვეყნიდან, ამ პატიოსანმა, მშრომელმა ხალხმა კვერცხები დაუშინა და გაყარა თავისი ქალაქიდან. ჩემი ქალაქი ისევ იმ მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც ცხოვრობდა აქამდე: ბავშვები ეზოებში თამაშობენ, სტუდენტები გამოცდებს აბარებენ, მოხუცები კი შაბათობით მდინარის პირას, მწვადებით უმასპინძლდებიან ერთმანეთს. თქვენ რატომ აირჩიეთ სხვა გზა? დავიჯერო ამ კრიმიმნალებმა ასე შეგაშინათ შრომით დაღლილი ვაჟკაცები? მესმის რომ ძნელია ავტომატებით და ნაღმტყორცნებით შეიარაღებულ ზეკებთან შიშველი ხელებით გამკლავება, მაგრამ მანამდე სად იყავით? სად იყავით მაშინ, როცა ეს ერთი მუჭა კრიმინალები სისხლსა გწოვდნენ? ალბათ იფიქრე რომ ეს ყველაფერი შენ არ შეგეხებოდა, გადაივლიდა და ვიღაც ნაცრისფერი ჩინოვნიკი შენს მაგივრად გაკეთებდა შენს საქმეს. და რა მიიღეთ ახლა: შენი მეზობლების სახლები გადამწვარია, ჩინოვნიკი გაიქცა და შენს სახლში მე ვარ ახლა-შენი დამსჯელი. მე იმედი მაქვს, რომ როდესაც შენს სახლში დაბრუნდები და დაგხვდება ჩემგან, რუსულენოვანი "ბანდეროველი" ს წერილი, უკვე მშვიდობა იქნება. წლები ჩაივლის, მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს მიწაზე. ჩვენ ისევ ავაშენებთ ქალაქებს, ქარხნებიც ისევ აგუგუნდებამდა ბავშვებსაც აღარ შეეშინდებათ საახალწლო ფეირვერკების. ასეა ცხოვრება. მაგრამ შენ მინდა იცოდე, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია იმის უზრუნველყოფა, რომ ეს ყველაფერი აღარ განმეორდეს. ჩვენ ყველანი დავბრუნდებით საკუთარ სახლებში, გავიხდით სამხედრო ფორმას და გავაგრძელებთ ჩვეულებრივ ცხოვრებას. ამ მიწაზე კი შენ დარჩები, შენი იქნები მისი პატრონი. შენვე გევალება რომ დაიცვა იგი, სხვას არავის. იმედია მიიღებ სწორ გადაწყვეტილებას და დაბრუნდებუ სახლში.. შენი კატა დაბრუნდა დღეს დილით, დაბრუნდა საკუთარ სახლში.. ჩვენ იგი გამოვკვებეთ....ის შენ გელოდება!
პ.ს ბოდიში თუ ცუდი თარგმანია, ერთი ამოსუნთქვითაა დაწერილი

პ.ს.ს მოდერატორებს ვთხოვ სხვა განყოფილებაში არ გადაიტანონ.
This post has been edited by NAOKI on 3 Aug 2014, 07:57
ორი კაციც და.. გავდივართ!
everyone gangsta til pasta storms in with vegetables.