ალბათ უკვე მიხვდით ან ჯერ კიდევ პროცესში ხართ და ხვდებით რომ საუბარია ქალის და კაცის მეგობრობაზე.
ვინც ვერ მიხვდა მათ საყურადღებოდ: საუბარია ქალის და კაცის მეგობრობაზე.

საინტერესოა რამდენად ღიაა მეგობრისთვის გოგო საქართველოში, საინტერესოა რამდენად წარმოუდგენია Friendzoned ტიპთან ურთიერთობა (სექსუალური).
მე მყოლია ისეთი მეგობრებიც რომლებიც სექსს მეგობრობაში დაშვებულად მიიჩნევდნენ და მყოლია ისეთებიც რომლებიც სექსს აღიარებდნენ მხოლოდ შეყვარებულთან ან ვისთან ერთადაც ოფიციალურად თუ არაოფიციალურად არიან, ანუ "ერთად ვართს ბაზარში" (ქალიშვილი გოგოების აზრი ისედაც გასაგებია ემთხვევა მეორე ტიპაჟს).
გოგოსთან მეგობრობის დაწყება ზოგჯერ მეშინია, რადგან შესაძლოა სურვილი გამიჩნდეს მასთან ინტიმის ან უბრალოდ სითბოსი, რაც აკვიატებულ იდეად გიჯდება და მერე გიტყდება როდესაც გოგო "პრანჭვას" იწყებს და გეუბნება რო უბრალოდ მეგობრები ხართ, ან რაღაც ეგეთი ***ობა... ნუ ხო ხვდებით რა...
აქ საუბარი არა მხოლოდ სექსზეა

ხომ შეიძლება უბრალოდ მოფერება მოგინდეს, ან კოცნა და ამით შემოიფარგლო... ან უბრალოდ ჩაეხუტო და როგორც "ნამდვილი წყვილი" ეგრე გაატარო მასთან დღე და ბოლოს სექსი არ გქონდეთ... არ წამოათრიოს თავის ვითომ "ძმაკაცები" რომლებიც აშკარად ეჩალიჩებიან, უბრალოდ მიხვდეს რომ შენ მასთან და მხოლოდ მასთან გისწორდება... ამ ყველაფრის შემდეგ კი უბრალოდ განაგრძოთ ცხოვრება როგორც აქამდე ცხოვრობდით... (შეიძლება ზედმეტია მაგრამ კარგი იქნება თუ ვინმეს გაგაცნობს

ან შენით რომ გაიცნობ მაგის დაქალს იმაზე არ დაიძაბება... რავი რა...) ბევრი დეტალი და ნიუანსია რომელიც უბრალოდ სიტუაციურად ყალიბდება... უბრალოდ ვინც ამას კითხულობს გაითვალისწინოს რომ საუბარი აქ მხოლოდ სექსზე არაა

ეხლა საერთოდ ისეთ პონტში ვარ არანაირი ურთიერთობა არ მინდა... შეიძლება გავიფიქრო ზოგჯერ სადღაც ღრმად რომ მინდა ვინმესთან ერთად ვიყო, სითბო, სიყვარული და ა.შ. მაგრამ... რაღაც ვერ ვარ მაგ ტალღაზე ბოლო ურთიერთობის შემდეგ და ალბათ დიდ ხანს კიდევ ვერ ვიქნები... მაგრამ საქართველოში მეგობარი გოგოს შეძენაც დაკერვის ტოლფასია მგონი, არ ვიცი ჯერ ჯერობით ასე ვამჩნევ...

) შეიძლება ასე არაა... მოკლედ ძალიან კომპლექსური და ვრცელი საკითხია და საინტერესოა სხვისი აზრების წაკითხვაც

ეს თემა ვიღაცამ შეიძლება სიტყვა და საქმის პაემნის განყოფილებაში დაბეჭდილ აპლიკაციად აღიქვას, მაგრამ ეგრე არაა... თუმცა იქნებ ამ თემის შემდეგ გოგო მეგობრებიც შევიძინო ვინ იცის...

პ.ს.
აბა ვინ ხართ ფორუმზე ამ ზაფხულის ბოლო დღეს

))
This post has been edited by stalker_ on 31 Aug 2014, 20:33