საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები გაძვირებულია 5-10 თეთრით.
ბენზინი ისევ გაძვირდა და ნაცების დროინდელ ნიშნულზე მივიდა.
გაზიც გააძვირეს.
ჩვენ აგირჩიეთ იმიტომ, რომ მიშბანდის უსამართლო რეჟიმი დასრულებულიყო და თქვენი დაპირებების გვჯეროდა, ხოდა რა მივიღეთ 2 წლის შემდეგ? სამში გრძელი? თუ კიდევ უფრო გრძელი?
არ დაწეროთ რომ აზერბაიჯანული ბენზინის გაძვირება "ნავთობის საერთაშორისო ფასის ცვლილებამ" განაპირობა, აღარ ვჭამთ მაგას დიდი ხანია...
არ დაწეროთ რომ აზერბაიჯანმა გაზი გაგვიძვირა და მაგიტომ მოიმატა ფასმა...
ამ ყველაფრის ფონზე, იმის მაგივრად რომ რამე გაკეთდეს იმედგაცრუებული ხალხის გულის მოსაგებად და დასანახად, პირიქით, ყველაფერს აფუჭებთ.
კარგია რომ ვანო დაიჭირეთ, კარგია რომ ბაჩოც და მისნაირები დაიჭირეთ, მაგრამ ეგ ვერაფერი ხეირი ვერაა უბრალო ხალხისთვის.
"9 წელი"!!! გავიგეთ!!! სწორედ მაგ 9 წლის შედეგის გამო ზიხართ ეხლა მაგ სკამებზე ჩვენი ხმებით!!! არ გვჭირდება ყოველდღე 9 წლის შეხსენება!!!
გორელი ვარ, საკუთარ ტყავზე გადავიტანეთ 2008 წელი და ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ის ფაქტი რომ უკრაინას გვერდში არ უდგეხართ, იმ დროს როდესაც 2008-ში უკრაინა ყველანაირად გვერდში გვედგა. თუნდაც სიტყვით და ოფიციალური განცხადებებით....
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, პირველი ცუდი და მეორე უფრო უარესი წლის შემდეგ, როგორ მესამე და მეოთხე წელს უნდა ველოდოთ წარმოდგენა არ მაქვს, ის კი ვიცი რომ 2 წელიწადში ამომრჩეველთა 20%-იც აღარ გეყოლებათ ეგრე თუ გააგრძელეთ...
კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ფორუმზე ყველაფრის გადმოცემა პოსტებით შეუძლებელია