#61686047 · 11 Nov 2024, 11:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (xx3xx @ 10 Nov 2024, 20:23 ) | HOSTNODES ფიდბექები ფეიკია 100% არაბუნებრივი მაინც არის სულ რომ ფეიქი არ იყოს ქართულმა ჰოსტინგებმა ისე შეილახა რეპუტაცია რომ წლები და ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდება რომ აღიდგინოს იგი ასერომ ნუ გიკვირს კრიტიკა და ფაქტები არაფერი პირადული |
მესმის ძალიან კარგად რასაც და რაზეც საუბრობ. მე-9 წელია, რაც ჰოსტინგ ბაზარზე ვართ და არსებობის პირველ ნახევარში მაგ შეხედულების გადალახვა იყო ყველაზე რთული და უსიამოვნო. ვიღაცები თუკი უპასუხისმგებლობით ეკიდებიან თავის საქმეს ამის ხარჯზე მათთან ერთად ერთ ქვაბში ვიხარშებოდით. დიდი წვლილი გვაქვს იმაში, რომ ეს "ბავშვობის ტრავმები" ბევრს აღარ აქვს. შენამდე ვერ მოვაღწიეთ როგორც ჩანს.
100%-იან ფიდბექი 100%-ით რეალურია. ბევრად მეტი ფიდბექი გვქონდა, თუმცა ფეისბუქმა რევიუების სისტემა შეცვალა და ძველი რევიუები აღარ ჩანს. ვინც ჩვენთან მოდის, ძალიან ცოტა თუ გადადის შემდგომ სხვაგან. ალბათ, იქნება ვინმე ვისაც რაიმე ცუდის თქმა სურს, მაგრამ რატომღაც არავინ წერს, არადა, დიდი სურვილი მაქვს რომ დაწერონ საჯარონ და უარყოფით მხარეებზეც ისაუბრონ. არაფერი გვაქვს დასამალი, ვიცით რომ სრულყოფილი სერვისი ვერ გვექნება და არც ბევრ დიდ კომპანიას აქვს. როცა ერთ ადგილას არ ხარ გაჩერებული და ყოველ წელს ავითარებ სისტემას, პირიქით ძალიან სასარგებლოა.
წლების წინ, როცა აქ იქ მთლიანი სერვერის გათიშვები გვქონია, ეგ შიშები მოყვებოდათ მომხმარებლებს, რომ ჰოსტინგები ორთქლდებოდნენ ბაზრიდან, ინფორმაცია ეკარგებოდათ და უამრავი სხვა, პანიკური წერილები ასობით კაცისგან ერთდროულად შემოგვდიოდა იმ წამსვე. ყოველთვის ხაზზე ვიყავით მსგავსს სიტუაციებში და live რეჟიმში ვაწვდით ინფორმაციას ნებისმიერი მსგავსი გათიშვისას. როცა ყოველდღიურ რეჟიმსი ასეთი დამოკიდებულება ხვდება მომხმარებელს იქმნება ლოიალურობა. სადმე რომ რამე შეგვეშალოს სხვებზე მეტად გვპატიობს მომხმარებელი.) იმ 100%-იანებში 1 უარყოფითი ფიდბექი უნდა მოიძებნებოდეს, როგორც მახსოვს. ძალიან უარყოფითი ფიდბექი დაგვიწერა ერთმა მომხმარებელმა და მაინც ჩვენს ჰოსტინგზე დარჩა(ჩვენი მხრიდან მხოლოდ ჩვენი საქმის გაკეთებით, ზედმეტი მანიპულაციების გარეშე), ახლაც ჩვენი მომხმარებელია...
ამიტომ, უპასუხისმგებლო ხალხთან გაიგევებას არ გავატარებთ და ადეკვატური კრიტიკა რამდენიც გინდა....
პ.ს. ეგ 503 ერორი როდის დაგიფიქსირდა თუ მომწერ კარგი იქნება. ჩვენს ლოგებს მინდა დავადარო რამე არ გამოგვრჩეს...
--------------------
Wordpress ჰოსტინგი და არამხოლოდ - https://hostnodes.ge
|