ასეთი თემა იყო სადღაც თავისი ვებ გვერდით მაგრამ როცა დამჭირდა ვეღარც თემა ვიპოვე და ვებ-გვერდიც აღარ არსებობდა, ამიტომ ვხსნი ახალ თემას, ზაფხულია სეზონია, დასვენების მსურველი ბევრია, სამარშუტო ტრანსპორტში ადგილები არ იშოვება ან ისეთ დროსაა რომ ვინმეს არ აწყობს, ამიტომაც ეს თემა იყოს ამ განყოფილებაში შემდეგი დანიშნულებით, თუ ვინმე აპირებთ ქალაქგარეთ წასვლას მანქანით დავწეროთ აქ, შევადგინოთ კვირეული სიები ვინ საით, რითი და როდის მიდის ან თუ მანქანით მიდის/მოდის რამდენი ადგილი აქვს რომ "პაპუტნი" გაიყოლოს, ასევე უფასოდ ან საწვავის ხარჯის გადანაწილებით და დავიმგზავროთ ერთმანეთი ქალაქგარეთ, ან პახოდის პონტები ერთად, ერთმანეთსაც გავიცნობთ და დროსაც კარგად გავატარებთ
ჩამოვწეროთ კრიტერიუმები, მაგალითად მანქანაში მოწევა შეიძლება თუ არ შეიძლება, ან თუ მძღოლს რაიმე თემა არ სიამოვნებს მაინცდამაინც იმაზე რო არ ისაუბრონ მგზავრებმა და ა.შ.
ან მგზავრობის მსურველებმა დაწერონ როდის სად აწყობთ წასვლა და ვინც მანქანით მიდის დაუკავშირდეს.
მემგონი არ იქნება ეს ცუდი იდეა, მოგზაურობის მოყვარულებმა ვათვალიეროთ თემა, პირადად მე ყოველი მეორე შაბათ კვირა ქალაქგარეთ დავდივარ განტვირთვისთვის, უმეტესად 2-3 ადგილი თავისუფალი მაქვს ხოლმე მანქანაში და საწვავის ხარჯის გადანაწილებით შემიძლია წავიყვანო მგზავრები, ასე რომ წინასწარ დავწერ თემაში როდის სად მივდივარ ან თუ მე არ მაქვს გადაწყვეტილი სად მინდა წასვლა და მსურველი მგზავრის მარშრუტი/იდეა მაწყობს დავუკავშირდები და დარწმუნებული ვარ ბევრი გამოჩნდება ჩემნაირი
ასევე მოდერატორს ვთხოვ მიაქციოს ყურადღება ამ თემას, თუ აპინავთ არც ეგ იქნება ურიგო
მსგავს თემას ასევე გავხსნი მოგზაურთა განყოფილებაშიც, იქ უმანქანოები უფრო პოსტავენ, აქ მანქანიანები, ასე რომ სასურველია ორივე განყოფილებაში გადაამოწმოთ.
ასევე ადმინისტრაციას ვთხოვ დალინქოს ორივე თემა ისე რომ ორივე განყოფილებიდან ერთ თემაში მოხვდნენ იუზერები თუ რათქმაუნდა მსგავსი რამ შესაძლებელია ამ ფორუმზე.
თემის ლინქი მოგზაურთა განოფილებაში:
WEEK-ENDS/მოგზაურობა/დასვენება ერთადასევე შევქმენი გვერდი ფეისბუქზე, შეგიძლიათ დაალაიქოთ და ადევნოთ თვალყური განახლებებს: https://www.facebook.com/localtravelgeorgia This post has been edited by Rampage on 7 Jul 2014, 17:58