სკინჰედებს დღევანდელიობიდან გამომდინარე , ვცინობთ როგორც ნეო-ნაცისტებს . სინამდვილეში კი სკინჰედ-კულტურის წარმოშობა დაკავშირებულია იამაიკელ ემიგრანტების მიერ შექმნილ მუსიკასთან , რომელსაც ერქვა ''სკა'' და იმდროინდელი პოპულარული მოდ მუსიკის სინთეზით შეიქმნა სკინჰედ-კულტურა. მათი ჩაცმულობა გამორჩეული იყო ძირითადად იმოსებოდნენ Levi ჯინსით , და სამხედრო ფორმის ჩექმებით. სკინჰედების თავდაპირველი დანიშნულება იყო სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა , თუმცა შემდგომ დაირღვა სკინჰედების თავდაპირველი იდეოლოგია და ეს მხოლოდ იქცა ნეო ნაცისტების და სხვა ექსტრემისტულად განწყობილი ახალგაზრდების თავშესაფრად . მე მინდა ვისაუბრო დღეს თანამედროვე სკინჰედებზე , რომლებიც რუსეთში მრავლად არიან და მათი მსხვერპლნი და სამიზნეები არიან კავკასიელები. მე მოვუსმინე ერთ-ერთი რუსი სკინჰედის ინტერვიუს და ის ამბობდა , რომ კავკსაიელები და ემიგრანტები ეთნიკურად რუსებს ართმევენ სამუშაო ადგილებს , და სწორედ ეს არის მათი გაღიზიანების საფუძველი. იყო მუქრა მისი მხრიდან , რომ ყველა არა რუსი (შავები) ვინც ჩამოვა რუსეთში და გადაწყვეტს ცხოვრებას მოკვდება ! სკინჰედები ამბობენ რომ ისინი იცავენ თავიანთ ეთნოსს , რომ არ გაშავდნენ

რუსეთში სკინჰედ მოძრაობას პოლიტიკური ელიტები მფარველობენ. სპეციალურად ბავშვთა სახლებიდან გამოჰყავთ აღსაზრდელები და ზრდიან ეთნიკურად არა რუსების მიმართ სიძულვილით , ბავშობიდანვე უენრგავენ , რომ ისინი შენი მტრები არიან და საკმაოდ ცივსისხლიანებას ყალიბდებიან. ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტია დაფუქსირებული როცა ქართველი მოკლეს. ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული საქმე იყო როცა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი , ეთნიკურად ქართველი დანით აჩეხეს

მე ვიდეოებს ვუყურე , გაოცებული ვარ ასეთი სასტიკები როგორ არიან

და მინდა დავასრულო იმ ისტორიით რაც რუსეთში მოხდა. მოკლედ ერთ ქართველ ბიჭს შეხვდა სკინჰედი

ხოდა თავიდან რომ დაინახა რუსმა , თან მარტო იყო საძმო არ ჰყავდა შეშინდა. ქართველმა წამოდიო და წაიყვანა რესტორანში , მოკლედ გაიცნეს კარგად ერთმანეთი და დამეგობრდნენ. შემდგომ ამ სკინჰედმა უთხრა ჩვენს თანამემამულეს არ მეგონა ქართველები ესეთი კარგები თუ იყავითო.მე მეგონა მცემდიო

ეს ბიჭი წამოვიდა სკინჰედური ორგანიზაციიდან და დღემდე აგრძელებს ქართველებთან მეგობრობას. ნუ ეს გამონაკლისია. საერთოდ 1 სკინჰედი საშიში არ არის . მთავარია საძმო არ ახლდეს. მოკლედ ჩემმა ნაცნობმა რომელიც ცხოვრობდა რუსეთში თავის ქართველ და სომეხ მეგობრებთან ერთად ცემეს 3 სკინჰედი და გაგრძელება.. 2 კვირა სახლიდან ვერ გამოდიოდნენ ამ 3 ნაცემმა მთელი ბატალიონი მოიყვანა და ამ საწყლებს ეძებდნენ

გარშემო იმ ტერიტორიაზე დადიოდნენ , მოკლედ ეძებდნენ.მაგარმ ესენი ეხლა როგორ გამოვიდონენ სახლიდან

ფიზიკურად საკამოდ ძლიერები არიან , სპეციალურ მომზადებებს გადიან , ყინვაში დარბიან +ბოქსი და ა.შ. თან ამავდროულად საკუთარი ჰიმნიც აქვთ . რაც მთავარია თუ რუსეთში მოხვდით და შორიდან დაინახეთ 3-4 თავგადახოტრილი ბიჭი ჯობია იმ ადგილას არ გაიაროთ !
This post has been edited by Sally1 on 5 Jun 2014, 01:29