niki-biki:) მე არა ,ჩემი მეგობრის დაწერილია.
მე სხვანაირად ვგიჯპოეტობ ხოლმე
* * *
როცა მითხრეს რომ მე მას
ვუყვარდი... მე ვუპასუხე რომ მე
იგი სიცოცხლეზე მეტად
მიყვარს.... მერე მითხრეს რომ
მას სხვა შეუყვარდა და მე
ვთქვი რომ მე მას არ ვიჭერ
დაეწავიდეს მასთან... როცა
მითხრეს რომ ის ქორწინდება
მასზე მე ვუთხარი რომ
ბედნიერებას ვუსურვებდი,
მერე მას ბიჭი შეეძინა და
მითხრეს რომ ჩემი სახელი
დაარქვა მე მას ბედნიერება
ვუსურვე და უფლისწყალობა....
მაგრამ ერთხელ მითხრეს რომ
იგი გარდაიცვალა და აი მაშინ
კი ვთქვი მე რომ "გაუმართლა ..
მე ყოველ დღეს ვკვდებოდი ის
კი მხოლოდ ერთხელ
მოკვდა...
* * *
----------------------------------------------
დეიდებო, ბიძიებო, დამეხმარეთ...
ცრემლიანი ეუბნება ამას ყველას.
ყოველ ღამე ზეცას შესთხოვს: "წამიყვანეთ"
თუმც ამაოდ ელოდება იგი შველას.
ნეტავ რას გრძნობს ამ დროს ბავშვი როცა ხედავს
მის თანატოლს, ღიმილიანს, დედის გვერდით,
ალბათ ამ დროს მის თვალებში ცრემლი ელავს
თუმც ამაოდ, მაგრამ მაინც შველას ელის...
რას ოცნებობს ნეტავ, როცა მარტო რჩება,
ალბათ მშობლებს, ალბათ სახლსაც დიდი ბუხრით...
თვალს გაახელს და ზღაპარიც უცბად ქრება,
ოცნებები იფარება ცივი მწუხრით...
ყოველი დღე ბოლო არის ალბათ მისთვის,
ცხოვრებისგან დაჩაგრული დაიღალა,
თუმც იმედის ნაპერწკალი მაინც ღვივის,
გარიყულმა გულში ღმერთი აღიარა..
მეორე დღეს ისევ ძველი მეორდება,
ცრემლიანი შესციცინებს ისევ ყველას,
დეიდებო, ბიძიებო, დამეხმარეთ...
თუმც ამაოდ ელოდება იგი შველას
* * *
ნეტავ ჩემს ყურთან სუნთქავდე ახლა
და არასოდეს არ შევიცვლები
ნეტავ შენს სურნელს ვგრძნობდე დილიდან
და თუნდაც ღამით გარდავიცვლები....
ნეტავ ჩემს მკერდზე ვგრძნობდე შენს ხელებს
კოცნით გამთბარი რომ გაქვს თითები
თუ ლეგენდაა ეს სიყვარული
მაშინ შექმენით ჩემზე მითები
წერეთ პოემა წერეთ დრამები
უსიყვარულოდ როგორ ვიცლები
გულით ვატარებ ამ გრძობას მუდამ
და მერე ჩუმად გარდავიცვლები.
* * *
საფლავის ქვაზე გოგონას სახე
ცხოვრებამ დაუგო სასტიკი მახე
საფლავის მიწას ამშვენებს ვარდი
ცხოვრება არის ნელი და მარდი
მუხლმოდრეკილი ყმაწვილი ქვასთან
ცრემლების მორევი უნდოდა მასთან
ბიჭს ახსენდება გოგოს ღიმილი
უმანკო სახე და უნდა ტირილი
მკაფიოდ ახსოვს მისი კივილი
კოცნის მიწას და უვლის ტკივილი
საფლავის ქვაზე დნება სანთელი
ბიჭისთვის გაქრა ფერი ნათელი
ყველაფერია მისთვის გამქრალი
ბოლო იმედიც არის ჩამქრალი
ვეღარ ძლებს ამდენს და უცბად ისმის
იარაღის ხმა... მდინარე სისხლის.
* * *
--------------------------------
შეჩერდი, ხელი მომეცი და დაიფიცე!
დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ,
თუ გავბრაზდები-მომეფერები,
თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ,
დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, როცა შენი ხმის
გაგონება მომინდება.
დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ.
დაიფიცე, რომ დილით კოცნით გამაღვიძებ.
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული.
დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება.
დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები.
დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.
დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას.
დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.
დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე მეტ დროს დამითმობ ყოველთვის,
და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული.
დაიფიცე, რა!
* * *
..ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს...
ასე მგონია ასეთი სიყვარული არავის შეუძლია...
დავიძინებ-მიყვარხარ!გავიღვიძებ-მიყვარხარ!
ჩემთან ხარ-მიყვარხარ! და თუ შორსა ხარ, მაშინ ყველაზე მეტად მიყვარხარ!
მე სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული მიბოძა ღმერთმა.
შენგან მივდივარ-მენატრები...თვალს მოგაშორებ-მენატრები...
როცა გიყურებ,მაშინ ყველაზე მეტად მენატრები...
მონატრებაზე უფრო დიდმა მონატრებამ შენად მაქცია.
ჩემი სიყვარული დედამიწაზე დაიბადა და გაიზარდა.როცა
ახალდაბადებულ ბავშვს ვეფერები-შენ გეფერები! როდესაც შინ
თითისწვერებზე დავდივარ, მაშინ შორეულ ბინაში შენს ძილს
ვუფრთხილდები.მადლობაზე უფრო დიდი მადლობაა ჩემთვის შენი არსებობა. რომ ხარ ესაა მთავარი.
მე დაგელოდები, სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები...არა, არა სიცოცხლის იქითაც თუკი შეიძლება ლოდინი, მე იქითაც დაგელოდები.
ჰო, ასე მგონია ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს... მე ხომ ასეთი სიყვარული არ შემიძლია...
* * *
როცა პირველად შემახე ხელი,
როცა ოცნებამ ისევ გამათბო,
შენზე ფიქრებმა და მონატრებამ,
შენს სიყვარულში ჩუმად დამათრო...
როცა გაზაფხულს მოსვლა სწყურია,
როცა გულები გრძნობით ღელავენ,
შეხედე: ცაზე ბედის ვარსკვლავნი,
ოცნების ღამეს როგორ ელავენ....
როცა ფოთლები დასცვივა ხეებს,
მოგენატრება ჩემი ღიმილი,
და თუ წახვალ შორს არ დამიტოვო,
თბილი კოცნა და მწარე ტკივილი.
თუ მონატრებამ გული გაგიპო,
ჩემი ფიქრები მხოლოდ შენია,
წვიმა გასველებს? მიცანი?
მე ვარ... ეს სიყვარულის წვიმა ჩემია.
* * *
სამ პაიუ სამ ტანცუიუ

დაწერეთ ვინმემ რამე ტო რა პონტია