#41877020 · 7 Aug 2014, 19:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამათ გარდა სხვებიც იქნება და დადეთ თუ გაქვთ ინფორმაცია
1.ერთხელ ჰემინგუეიმ ნიძლავი დადო რომ დაწერდა ისეთ მოთხრობას, რომელიც მხოლოდ ოთხსიტყვიანი იქნებოდა და აატირებდა ნებისმიერ მკითხველს. მან ნიძლავი მოიგო:
"იყიდება ბავშვის ფეხსაცმელები. გამოუყენებელი"
2.ფრედერიკ ბრაუნმა შექმნა უმოკლესი საშიში ისტორია:
" უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე იჯდა ოთახში... ამ დროს კარზე დააკაკუნეს".
3.ო ჰენრიმ გაიმარჯვა ყველაზე მოკლე მოთხრობების კონკურსში. კონკურსის პირობის მიხედვით, ტექსტს უნდა ქონოდა ტრადიციული მოთხრობის ყველა შემადგენელი - კვანძის შეკვრა, კულმინაცია, კვანძის გახსნა:
" მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა და დაიხარა ბენზინის ავზზე, რომ ენახა ბენზინის რაოდენობა. გარდაცვლილი 23 წლის იყო".
4. ყველაზე მოკლე მოთხრობის კონკურსს ინგლისელებიც ატარებდნენ. კონკურსის პირობების მიხედვით, ტექსტში უნდა მოეხსენიებინათ სიტყვები: დედოფალი, ღმერთი, საიდუმლო და სექსი. პირველი ადგილი მიაკუთვნეს ასეთი ისტორიის ავტორს:
" ო ღმერთო, - შეჰყვირა დედოფალმა.- ფეხმძიმედ ვარ და არ ვიცი ვისგან".
5.ყველაზე მოკლე ავტობიოგრაფიების კონკურსში გაიმარჯვა ერთმა ხნიერმა ქალბატონმა. მან დაწერა:
"ადრე მქონდა გადატკეცილი კანი და დაჭმუჭნილი კაბა, ახლა - პირიქით".
--------------------
http://www.last.fm/user/HomelessGod
###### პუტინს
|