http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/34599/http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/34581/http://for.ge/view.php?for_id=31898&cat=9თვითმმართველი ქალაქის ახალმა მერმა მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა,
შეგახსენებთ რომ ქალაქ ბათუმმა მეორე ტურში ამომრჩევლების 10 %-იანი დასწრებით ქალაქის მერად გიორგი ერმაკოვი აირჩია.
ეხლა კი მოკლე ბიოგრაფიები:
მერი -გიორგი ერმაკოვი: 2002-2004 - საქართველოს შსს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო -განყოფილების უფროსი. 2004-2005 - საქართველოს შსს აჭარის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი. 2005-2008 - საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველო - სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი. 2008-2010 - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის აჭარის ბიუროს უფროსი. 2010-2011 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონულის ცენტრის უფროსის მოადგილე.
03. 2011 - 2012 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შიდა კონტროლის დეპარტამენტის სპეციალურ დავალებათა სამმართველოს უფროსის მოადგილე. ამ ბოლო საოცარ თანამდებობას ჰქვია ტყავისგამძრობი.
მის მიერ წარდგენილი მოადგილეები ( ვიცემერები)
ვიცე მერი -ზურაბ ბერიძე - წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსი 2006 2008 წლებში,
უშუალოდ მისი ბრძანებით 2007 წლის 8 ნოემბერს, 7 ნოემბრის მეორე დღეს დაყადაღებული და დალუქული იქნა ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენების ობიექტები, მათ შორის ყველაზე გახმაურებული და მსხვილი კომპანიები "ბუმერანგი", "იბერიის ნავიგაცია", "აკავრეთა " , ასევე რამოდენიმე საკანცელარიო მაღაზია, შპს აკაფიდი, მარკეტი ნონა, რესტორანი ფერიაში და ა. შ... ის ნოღაიდელს კადრი იყო და მისი ჩამოცილების შემდეგ ცოტა ხნით 2008 წელს დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს.
ვიცე მერი ბაგრატ მანველიძე - ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ეროვნული ბანკის ფილიალს ხელმძღვანელობდა აჭარაში. ჩოლოქზე იდგა ასლანას დროს, შემდეგ სამთავრობო წრეებTან დაახლოებული პირი გახდა, გარემოს დაცვის ტენდერები, სკვერების და პარკების, ღირსშესანიშნაობებს ტენდერებში მუდამ იმარჯვებდა და ვარშალომიძესთან დაახლოვებული ფირმის უფროსი იყო
ბათუმის მერიის სამსახურის ახალი ხელმძღვანელები:
ირაკლი ახალაძე - არქიტექტურის სამსახურის უფროსი
ზაალ მამუჭაძე - ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი და კოორდინატორი 2008-10 წლის არჩევნებში
ლევან მამინაიშვილი - სამობილიზაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი; (
მამინაიშვილი - ეს არის რუსეთის დუმის წევრის, კგბს გენერალ არშბას მამიდაშვილი, ნუ იასნა ) თენგო პეტრიძე, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი
(აქამდე იყო ამ სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე);ხუსეინ სირაბიძე - სახანძრო სამსახურს ხელმძღვანელი
(არ შეცვლილა) ხაბაძის ცოლის ბიძა
სოფიო მიქელაძე - ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი
(არ შეცვლილა).მამუკა თამაზაშვილი, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი. - ამდენი პროფესიონალი კადრი გვარად თამაზაშვილი თუ ჰყავდა საქართველოს არ ვიცოდი.
თემურ კახიძე - ადმინისტრაციის უფროსი
2007-2010 წლებში ბათუმის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო. შემდეგ ის ბათუმის მერიის ორგანიზაციის „ბათუმის სანდასუფთავების“ დირექტორად მუშაობდა. არჩილ ვანაძე - საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი;
(არ შეცვლილა)ეგარსლან ლომიძე- ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი;
მამუკა დარჩია - აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი.
This post has been edited by tevzi1 on 7 Aug 2014, 15:33
საქართველოს ყველა დროის მემატიანე მექრთამე ყოფილა............................................... (c) შთამომავლობა
ისტორიას წერენ დალხენილები ................... (c) დალხენილი
ვწუხვარ რომ ეუთოს მისიამ ვერ გაამართლა 1801 წელს, შეშფოთებას გამოვთქვამ აი უკვე 200 წელია ....... (c) ლორდი