#41882744 · 8 Aug 2014, 12:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აქ ყოველ წელს (2013-მდე) იხსნებოდა ხოლმე თემა აგვისტოს ომის წლისთავებთან დაკავშირებით... რომ იკრიბებოდნენ ფორუმელები და ადიოდნენ მუხათგვერდში, ომში დაღუპული ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად... განსაკუთრებით აქტიურობდნენ ხოლმე ე.წ. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე იუზერები, რომლებიც ნაციონალების მხარდამჭერები იყვნენ... განა იმის გამო რომ ყველაფერი მოწონდათ, უბრალოდ სახელმწიფოსთვის ასე იყო საჭირო...
ეხლა კი გადავავლე თვალი და არ მომხვდა თვალში მსგავსი თემა... რადგან ნაციონალები აღარ არიან აღარ არის საჭირო ჯარისკაცებისთვის პატივის მიგება? შეიძლება ინდივიდუალურად ადიან, ყველაზე ვერ ვიტყვი რომ მარტო პიარისთვის ადიოდნენ მუხათგვერდზე, მაგრამ რადგან ნაცები აღარ არიან, აღარ უკეთებთ ორგანიზებას, რომ თანამემამულეებიც აიყოლიოთ ამ საქმეში და შექმნათ სურათი, რომ რაღაც კონკრეტულ ამბავში მაინც ერთ აზრზეა ქართველი ხალხის ნაწილი მაინც?
კიდევ შემიძლია რამდენიმე მაგალითის ჩამოთვლა, ადრე რომ კითხვა გაგჩენოდა, ეგრევე დამცინავად რომ შემოგხედავდნენ... სად არის არასამთავრობო ორგანიზაცია რე:აქცია, აღარ არიან დევნილები? აღარ უჭირთ? აღარ სჭირდებათ პროდუქტი ან ტანსაცმელი?
მარტო ნაციონალების პიარ-სვლები იყო ვითომ პატრიოტობა და ქველმოქმედება?
--------------------
Mens sana in corpore sano...
|