elosha23ზოგადად მაგას ცხოვრებისეული ტრამვა ან ზედმიყოლილი ბევრი უარყოფითი მოვლენა იწვევს

. შეიძლება სხვადასხვა პრეპარატების და ნივთიერებების ბრალიც იყოს რადგანაც ადამიანის ფსიქიკაზე რეალურად მოქმედებს და ზღაპრები არაა ნამდვილად, ჩემ უბანში რამდენიც გინდა მინახავს მაგისგან გაგიჟებული, შეცვლილი და ა.შ. ერთისმხრივ თვითკრიტიკა ცუდი არაა, გინდა უფრო კარგი და მეტი გააკეთო, მაგრამ თვითგვემაში არ უნდა გადაიზარდოს. თუ რაღაც არ გამოგივიდა ამის გამო არ უნდა გალანძღო საკუთარი თავი და დეპრესიაში არ უნდა ჩავარდე რადგანაც ცხოვრებაა და ხან გამოვა რამე ხან არა, თან მაგით ყველაფერი არ მთავრდება. თითქმის მსგავსი სიტუაცია მქონდა პრე-კომური მდგომარეობიდან რომ გამოვედი, მაგრამ მეთვითონ ვიბრძოლე ასე ვთქვათ ვამხნევებდი თავს, სხვათაშორის ვარჯიშმა მიშველა არ ვიცი რა შუაშია მარა თვითდაჯერებულობა მომიმატა, შეიძლება ინდივიდუალურია და შენ სხვა რამემ გიშველოს. ანტიდეპრესანტის მიღებას მაინცდამაინც არ გირჩევდი მიჩვევა იცის და ორგანიზმში დიდხანს რჩება, მოკლედ შენთვითონ შეხედე თუ შეძლებ და იბრძოლებ საკუთარ თავთან მაგას რა ჯობია, თუ არ გამოგივა და ფსიქოლოგთან მისვლა და უბრალო გასაუბრება არ იქნება ურიგო. ეგ იმას არ ნიშნავს რომ ავტომატურად გიჟი ხარ და წამლების მიღება უნდა დაიწყო. ლაპარაკი და რჩევაც ხანდახან ბევრს შველის

. წარმატებები.