მაია ფანჯიკიძე - სანქციები და ურთიერთობების გაწყვეტა კრიზისიდან გამოსავალი არ არის!http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...li-ar-aris.htmlსანქციები და ურთიერთობების გაწყვეტა არ არის კრიზისიდან გამოსავალი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ამბასადორიალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ამით მინისტრი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ნატო რუსეთთან ურთიერთობებს წყვეტს.[/b]
როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, ჯერჯერობით ამ ინფორმაციას საფუძვლიანად არ გაცნობია. თუმცა, განაცხადა, რომ ვითარება არის ძალიან გამწვავებული.
"ევროკავშირმა დააწესა და აამოქმედა ახალი სანქციები. იგივე გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. რუსეთმა საპასუხოდ აკრძალა ზოგიერთი პროდუქციის შეტანა ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. იყო ინფორმაცია დღეს ასევე, რომ საჰაერო სივრცე შეიძლება ჩაიკეტოს ევროპული რეისებისთვის რუსეთის გავლით. ასევე იყო საპასუხო განცხადება ევროკავშირისგან, რომ მათაც შეუძლიათ ჩაკეტონ საჰაერო სივრცე. უკვე ფაქტობრივად დადასტურდა ინფორმაცია, რომ უკრაინიდან მომავალი თვითმფრინავები საქართველოს მიმართულებით ვეღარ იფრენენ რუსეთის ტერიტორიაზე, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის დიდი შეშფოთების საგანი და ასევე შემაშფოთებელია ის, თუ ამ ყველაფერს დაემატება ნატოს მიერ ურთიერთობების გამკაცრება. "სანქციები, ურთიერთობების გაწყვეტა არ არის ამ კრიზისიდან გამოსავალი, საუკეთესო შემთხვევაში, ყველანი უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ვისაც ეს ეხება და ეძებონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები. მთავარი არის ის, რომ ის ძირი, რაც უდევს საფუძვლად ამ გართულებებს, უნდა იყოს გადაწყვეტილი და ეს არის კონფლიქტი უკრაინასთან", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, შესაბამისად, იქ გადაწყვეტილებების მიღება შემდეგ ყველა დანარჩენ საკითხს მოაგვარებს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მან არ იცის, რამდენად დაეტყობა რუსეთის და ევროკავშირის ეკონომიკას სანქციები, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მოვლენების ასეთი განვითარება არავის სურდა. მაია ფანჯიკიძის თქმით, დასავლეთი ყველა ღონეს ხმარობს, რომ მშვიდობიანი გზით მოგვარდეს ეს კრიზისი, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ რადიკალური ქმედებებიც იყო აუცილებელი.
"რაც შეეხება ამ ყველაფერს, ნატოს სამიტის ჭრილში, ჩემი მოლოდინი არაერთხელ გამიჟღერებია. ეს არის ორი მიმართაულება - პირველი კონკრეტული ღონისძიებების პაკეტის მიღება და მისი რაც შეიძლება მეტი შინაარსით და ქმედითი ინსტრუმენტებით დატვირთვა. და მეორე, ეს არის ნატოს კომუნიკეში საქართველოს პროგრესის ადეკვატური აღნიშვნა,
თუ დანარჩენ სამ კვირაში ვითარება შეიცვლება გლობალურად, რა საკვირველია, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ნატოს სამიტის გადაწყვეტილებებზე, თუმცა, მე ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით მოვეკიდები ამ საკითხს", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.===================
ახლა დაარქვით ამ ქალის ნალაპარაკებს თავისი სახელი!
რაო რას ამბობს?!
ხომ ხვდებით რასაც ამბობს?!
" თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან! როდის დგება ეს ბოლო ჟამი? სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს!.." –– ვაჟა ფშაველა