მინდა გიორგის ისტორია მოგიყვეთ:
ერთ დილით ჩემი სახლის კარს მოხუცი ქალბატონი მოადგა, ვინაიდან ტიროდა და მცირედი თანხით ან ბავშვისთვის გაციების წამლით დახმარებას მთხოვდა სახლში შემოვიპატიჟე, ეს იყო ლამის 8 თვის წინ. მას შემდეგ დავმეგობრდით და თავისი ისტორია მომიყვა ქალბატონმა მარინამ: არიან ცხინვალიდან დევნილები. სახელმწიფომ რამოდენიმე თვის წინ თეთრიწყაროს რაიონში მიტოვებული სახლი მისცათ მანამდე, კინო საქართველოსთან ,,გარაჟებში" ცხოვრობდნენ. ქალბატონ მარინას ორი ბიჭი დაღუპული ჰყავს, ერთი პოლიციელი იყო და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მოუკლეს და მეორე ცხინვალში, ომის დროს სახლის მოსავლელად დარჩა და ისიც მოკლეს. ქალბატონ მარინას ფეხები მაცხრილული აქვს 2 წელი საერთოდ ვერ დადიოდა. რძალი ხელს ვერ ამოძრავებს ორი ნეკნი აკლია. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ქალბატონ მარინას მეურლეც დაეღუპა სამსახურში მომხდარი ხანძრის შედეგეად ძლიერი დამწვრობა მიიღო და 19 დღიანი წვალების შემდეგ გაირდაიცვალა. 14 წლის გიორგი უმამოდ იზრდება, ლეიკემიითაა დაავადებული, გაუკეთეს 6 ქიმიოთერაპია, ბავსვი მიგდებულია სუსტად გრძნობს თავს ახლა წამალსზეა რომლის საფასურის ნახევარს სახელმწიფო იხდის და დანარცჰენი 27 ლარი ოჯახის გადასახდელია მაგრა ოჯახს ამის საშუალება არ აქვს, ბოლო თვეებია ფეისბუქის გვერდის საშუალებით ვუგროვებთ წამლის ფულს. თვესი 4 პორცია წამალი სჭირდება.
ახლა კი კარგი ამბავი, ბებიამ დიტო ცინცაძის ფონდში დაწერა განცხადება და ერთი წლის წამალას 2500 ლარის ნაცვლად 500 ლარადა აძლევენ და ახლა პრობლემაა ის არის რომ ეს 500 ლარია შესაგროვებელი 1 აგვისტომდე, იქნებ რამოდენიმე ლარით მეინც დავეხმაროთ რომ ეს თანხა შეგროვდეს.
https://www.facebook.com/groups/307925799332279/ გიორგის დასახმარებელი ფბ გვერდი. მეტი ინფორმაცია ნახეთ ბმულზე.
* * *
ნებისმიერი კითხვისთვის მომმართეთ. ძალიან გთხოვთ გულტან მიიტანოთ გიორგის ამბავი, სულ ცოტა დრო დარჩა 500 ლარის შესაგროვებლად ჯერ მხოლოდ 50 ლარია.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)