ბიძინიეს თვითონ მიუცია ტავიში ფირმისთვის ექსკლუზ-ჭრის უფლება

აუფ, დუუდუსტურებიათ კიდო:
ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ატუ” რაჭიდან ხე-ტყის გატანას ოფიციალურად ადასტურებს
16:54 08.8.2014
-+
რადიო "კომერსანტი" FM 95.5
,,ასოციაცია ატუ” რაჭიდან ხე-ტყის გატანას ოფიციალურად ადასტურებს.
,,ასოციაცია ატუ” „კომერსანტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რომ „ატუ“-ს ხის მასალა მოპოვებული აქვს მთავრობის შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე და არც ერთი კუბური მეტრი არ გამოუყენებია კომერციული საქმიანობისათვის.
„გაცნობებთ, რომ ასოციაციას თავისი არსებობის მანძილზე განხორციელებული აქვს 80-ზე მეტი დიდი და საშუალო მოცულობის საქველმოქმედო პროექტი. აღნიშნული პროექტების საფუძველზე შექმნილი მატერიალური ფასეულობები პერიოდულად, დასრულებისთანავე, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფოს ან ადგილობრივ თვითმმართველობებს. 2011-2013 წლებში გადაცემული მატერიალური ფასეულობის ღირებულება შეადგენს 228 მილიონ ლარს.
იმის გათვალისწინებით, რომ ასოციაცია თავისი ძალებით ახორციელებს მშენებლობებს და კაპიტალურ შეკეთებებს, მშენებლობისთვის იყენებს ხის მასალას, რის შეძენაც ბაზარზე საკმაოდ შეზღუდული იყო, ასოციაცია კანონმდებლობის სრული დაცვით პერიოდულად წერილობით მიმართავდა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რათა შუამდგომლობა გაეწია საქართველოს მთავრობის წინაშე სამასალე მერქნის გამოყოფის შესახებ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებების (განკარგულება #1779 07.09.2011 წელი; განკარგულება #1529 31.10.2013 წელი) საფუძველზე, 2011-2013 წლებში ამბროლაურის სატყეო უბანზე გამოგვეყო 20 000 კუბური მეტრი სამასალე მერქანი. დღეის მდგომარეობით ათვისებულია 15 000 კუბური მეტრი.
კანონმდებლობის სრული დაცვით, ხეების დანომვრას და მარკირებას ახორციელებს შესაბამისი რეგიონალური სამსახური, ხოლო ზედამხედველობას ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეგიონალური სამსახური. ეტაპობრივად მოპოვებამდე წინასწარ ვიხდით ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელს 1 კუბურ მეტრზე 15 ლარის ოდენობით და მომსახურების საფასურს 3 ლარის ოდენობით.
მერქნის მოპოვებას თან სდევს ტყის დასუფთავება და მოპოვების შედეგად მიღებული საშეშე მასალის ამბროლაურის რაიონის მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ გადაცემის პროცესი, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით. სულ 2011 2013 წლებში გადაცემულია 1638 კუბური მეტრი საშეშე მასალა.
სამასალე მერქნის გადამუშავებისას მიღებული დახერხილი ხის მასალა სრულად გამოყენებულია ზემოთ მითითებული ობიექტების მშენებლობასა და რეკონსტრუქციისათვის.
აგრეთვე გადამუშავების პროცესში მიღებული საშეშე მასალა გადაცემულია უსასყიდლოდ საჩხერის რაიონის მუნიციპალიტეტზე სულ 1276 კუბური მეტრი.
გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ასოციაცია ”ატუ” შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, რომლის ძირითადი მიზანია:
- საქართველოში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სოციალური ხასიათის პროექტების განხორციელების გზით.
- ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, კულტურისა და ხელოვნების დარგების განვითარება და ხელშეწყობა.
- სპორტის განვითარება
- საქართველოში ჯანმრთელობის პროფილაქტიკური, სადიაგნოსტიკო, სამკურნალო ცენტრების და საავადმყოფოების მშენებლობა, მოდერნიზაცია და კაპიტალური შეკეთება.
- სხვა არაკომერციული საქმიანობა, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით,“ – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაჭაში ბიძინა ივანიშვილის კომპანია ტყეს ჩეხს, „კომერსანტმა“ ორი დღის წინ გაავრცელა. ინფორმაცია ნიკორწმინდელებზე დაყრდნობით რაჭის ყოფილმა გუბერნატორმა ოთარ სირაძემ გაავრცელა.
ბიძინა ივანიშვილს „ქართუ ჯგუფის" 2005-2010 წლების საქველმოქმედო საქმიანობის ანგარიშში, „ატუ“ ფონდის კუთვნილ ორგანიზაციად აქვს მოხსენიებული და მას 2005-06 წლებში რამდენიმე საქველმოქმედო აქტივობაც აქვს განხორციელებული.
გარემოს დაცვის სამინისტროში განგვიმარტავენ, რომ "ატუს" აქვს სოციალური ჭრის განხორციელების უფლება, რადგან მას ეს უფლება 2013 წლის 31 ოქტომბრის, საქართველოს მთავრობის #1529 განკარგულებით სოციალური ჭრის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ - მიენიჭა.
როგორც ირკვევა, „ატუს'' რაჭაში სოციალური ჭრის ნებართვა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით მიენიჭა.
http://commersant.ge/?menuid=11&id=14364&lang=1