ესე იგი, როგორც მოგეხსენებათ ბიბლიაში აღწერილ ამბებს ყველა თავისებურად გებულობს ხოლმე. ზოგი მიიჩნევს რომ პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ მისი ტექსტი, ზოგი ფიქრობს რომ-გადატანითი მნიშვნელობით. იმათი განმარტებათა რაოდენობა თუ სად იყო ეს სამოთხე და სინამდვილეში რა ამბავი მოხდა მანდ საკმაოდ დიდ რიცხვს აღწევს. მე ჩემს ვარიანტს მოგახსენებთ.
ესე იგი, სულ თავიდან როდესაც ღმერთმა შექმნა ადამი და ევა ისინი იდეაში უკვდავები უნდა ყოფილიყვნენ თუ ყურს დაუგდებდნენ მათთვის მიცემულ ინსტრუქციებს:
რა არის იმის მიზეზი რომ ტელომერები მოკლდებიან? მიზეზი არის ის რომ
დნმ-პოლიმერაზა 3-ს (იგი რეპლიკაციის მთავარი ფერმენტია) რეპლიკაციისათვის, ანუ დნმ-ის ერთ-ერთ მატრიცულ ძაფზე მისი კომპლემენტარული ძაფის დასაშენებლად აუცილებლად სჭირდება პრაიმერი, ანუ რნმ-ის პატარა მოლეკულა, მის გარეშე რეპლიკაცია შეუძლებელია. მაგრამ ამავე დროს ამ ფერმენტის ახლო ნათესავს,
რნმ-პოლიმერაზას რომელიც ტრანსკრიფციას უძღვება არავითარი პრაიმერი არ სჭირდება...............შემთხვევითია თუ არა ეს?
ისიც გასახსენებელია რომ სასქესო უჯრედებში მოქმედებს ფერმენტი
ტელომერაზა რომელსაც შეუძლია
დნმ-პოლიმერაზა 3-ის ზემოთხსენებული ნაკლის გამოსწორება, ანუ დნმ-ის ცალმხრივად გამოკიდებული ძაფების კომპლემენტარული ძაფების შექმნა. მაგრამ ეს მექანიზმი ადამიანის სომატურ უჯრედებში არ მოქმედებს სამწუხაროდ.
გამომდინარე აქედან, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ადამ და ევას მეტაბოლიზმი? იმისათვის რომ ისინი უკვდავები და თან
შესაძლოა მარადიულად ახალგაზრდები ყოფილიყვნენ არსებობდა ორი სხვადასხვა გზა:
1) ტელომერაზას უნდა ემუშავა სომატურ უჯრედებშიც. ამ შემთხვევაში რეპლიკაციის ყოველი ციკლის შემდეგ ქრომოსომები აღარ დამოკლდებოდნენ და უჯრედთა თაობების რიცხვი უსასრულოდ დიდი იქნებოდა, მოკლედ-იცოცხლე რამდენიც გინდა! სანამ ცხადია ან დაგროვებული მუტაციები ან უბედური შემთხვევა არ მოუღებდა ადამს და ევას ბოლოს.
საინტერესოა, რატომაა ტელომერაზას მოქმედება დაბლოკილი ახლანდელი ადამიანის სომატურ უჯრედებში? ეს ბლოკი უნდა მოიხსნას!
2)
დნმ-პოლიმერაზა 3 უნდა ყოფილიყო ცოტა სხვანაირი. როგორც ვნახეთ პრაიმერის არსებობა სულაც არაა საჭირო მატრიცული რეაქციებისთვის, ის მაინცდამაინც
დნმ-პოლიმერაზა 3-ს სჭირდება მხოლოდ. უნდა გამოირკვეს ამ ფერმენტს და რნმ-პოლიმერაზას შორის არსებული განსხვავებებიდან რომელია იმაზე პასუხისმგებელი რომ ერთ ფერმენტს მატრიცული რეაქციებისთვის სჭირდება პრაიმერი და მეორეს არა. როცა/თუ ეს გამოირკვევა მაშინ შესაძლებელი გახდება გავიგოთ რა უნდა შეიცვალოს
დნმ-პოლიმერაზა 3-ში რომ მას მატრიცული რეაქციების განსახორციელებლად არ დასჭირდეს არავითარი პრაიმერი. შესაძლოა საამისოდ რამე კოფაქტორი უნდა, ან იქნებ მისი კონფორმაცია უნდა შეიცვალოს ცოტათი? ვთქვათ ამ ფერმენტის აქტიურ ცენტრში რამდენიმე ამინომჟავით მეტი ან ნაკლები რომ ყოფილიყო, მაშინ იქნებ ეს ფერმენტი დამგვანებოდა რნმ-პოლიმერაზას და მას აღარ დასჭირდებოდა არავითარი პრაიმერი. არ ვიცი არსებობს თუ არა კომპიუტერული პროგრამები რომლებიც მუშაობენ ბიომოლეკულებთან და მათი კონფორმაციების მიხედვით-მათ ფუნქციებთან, მაგრამ თუ ასეთი გამოთვლების ჩატარება შესაძლებელია მაშინ იქნებ მიგვეგნო „უპრაიმერო“ დნმ-პოლიმერაზას კონფორმაციისათვის.
თუ შესაძლებელია ადამ და ევას „პირვანდელი“ გენეტიკური მეტაბოლიზმის მიგნება, მაშინ ნათელია რა მოხდა სამოთხის ბაღში. მას მერე რაც ამ ორმა დაარღვია ღმერთის ცნება ისინი სიკვდილით „დაჯილდოვდნენ“, ანუ ისინი მოკვდავნი გახდნენ. შესაბამისად ღმერთის წინაშე დადგა ამოცანა რომ მათი სომატური უჯრედები არ გამრავლებულიყვნენ თაობათა უსასრულო რიგში. საამისოდ:
1) საჭირო იყო
დნმ-პოლიმერაზა 3-ის პოლიპეპტიდური შემადგენლობის და ესე იგი ამ ცილის საბოლოო კონფორმაციის შეცვლა ისე რომ მას დაეკარგა პრაიმერის გარეშე დნმ-ის რეპლიკაციის უნარი. შესაბამისად ამ ცილის გენშიც უნდა მომხდარიყო ცვლილებები.
და:
2) საჭირო იყო ადამ და ევას სომატურ უჯრედებში ტელომერაზას გამორთვა ისე რომ ამ ფერმენტს აღარ ემოქმედა. საამისოდ ალბათ რაიმე სპეციალური რეპრესორის გენი ამოქმედდებოდა, ეგ რეპრესორი (უფრო სწორად მის მიერ კოდირებული ცილა) ტელომერაზის გენს დაბლოკავდა, მაგრამ საიდან მოვიდოდა ამ რეპრესორის აქტივატორი? პასუხი-
კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფისგან! ეტყობა ამ ხის ნაყოფში რაღაც ისეთი ორგანული ნივთიერება იყო რომლის შეჭმის და გადამუშავების შემდეგ იგი რეპრესორის აქტივატორის როლს თამაშობდა! მაგრამ რატომ იმოქმედა მან მხოლოდ სომატურ უჯრედებზე და არა სასქესოზე-გამოცანაა.
რა საინტერესო იქნებოდა იმის გარკვევა თუ სინამდვილეში რა მოხდა სამოთხის ბაღში