#41892126 · 9 Aug 2014, 13:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თვეების წინ წიკლაური დაჩეჩქვეს, ახლა - კანდელაკი. ძალიან ცუდი ფაქტია და დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. მაგრამ როდესაც ნაც-ხელისუფლება სცემდა ხალხს და მათ შორის პოლიტიკოსებს, მაშინ თუ იყავით აღშფოთებული ახლანდელი აღშფოთებულები? მაშინ თუ ისმოდა თქვენი პროტესტი? თუ იტყვით, რომ მაშინაც ვაპროტესტებდითო, - გაგიგებთ. ოღონდ გვანახეთ თქვენი მაშინდელი პროტესტი.
თუ არა, მაშინ სუბიექტურია ეს პროტესტი და ამდენად უკუჩვენებითი. (ანუ არ მოგისმენენ და ქილიკსაც დაგიწყებენ). ობიექტურობა ნიშნავს, რომ ყოველგვარ ძალადობას ებრძვი ყოველთვის, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და ასეთ ბრძოლას აქვს ეფექტი. ასეთი მებრძოლი იმსახურებს პატივისცემას. როგორც სახარება გვეუბნება: (არაზუსტი ციტირება) ფარისევლებს და მეზვერეებსაც უყვართ თავიანთი შვილები და ნათესავები... ჭეშმარიტი სიკეთისთვის კი განურჩეველია, - ვინ არის მისიანი და ვინ - სხვისიანი.
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|