
ბიოგრაფია
ალექსანდრე ყაზბეგი აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონში. 1863-იდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867—1870 - მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო მწყემსობას, რამაც მისი ახლობლობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1879-მდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას (ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში "ნამწყემსარის მოგონებანი", 1883). 1879-იდან თბილისში ცხოვრობდა.
შემოქმედება
თბილისში დაბრუნებული ალ. ყაზბეგი თეატრში იწყებს მუშაობას. ამ დროიდან იგი განახლებული ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი გახლდათ (ორიგინალური პიესები - "ერთი უბედურთაგანი", 1879, დაიდგა 1880; "არსენა", დაიდგა 1882; "წამება ქეთევან დედოფლისა", დაიბეჭდა 1883, დაიდგა 1889; გადმოკეთებული - "დილა ქორწილის შემდეგ", 1882; "ცხოვრების თანამგზავრი", 1879, დაიდგა 1883 და სხვ.). პირველი მოთხრობა "ციცკა" 1880 გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ "დროებასა" და ი. ჭავჭავაძის "ივერიაში". 1881 "დროებაში" დაიბეჭდა "ელგუჯა", რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები "ელისო", "მამის მკვლელი" (ორივე 1882), "ციკო" (1883), "განკიცხული", "ხევისბერი გოჩა" (ორივე 1884), "მოძღვარი" (1885) და სხვა. 1886—1887 მძიმედ დაავადდა, 1890-იდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა და იქვე გარდაიცვალა.
ყაზბეგი ქართული კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი და ქართველი "სამოციანელების" ტრადიციათა გამგრძელებელი იყო. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში. მან ფსიქოლოგიური სიმართლით, დიდი მხატვრული ძალით წარმოგვიდგინა ქართველი ადამიანის ცხოვრება ბატონყმობის გადავარდნამდე და მას შემდეგ; მთის ხალხის ტრადიციები, ადათ-წესები, პიროვნებისა და თემის საუკუნეობით შემუშავებული უფლება-მოვალეობანი; სამშობლოსათვის თავგანწირვა, მეგობრული თანადგომა, პიროვნების პატიცისცემა, ძალმომრეობის წინააღმდეგ ამხედრება, ქალის მანდილის სიწმინდის დაცვა. ხევის ცხოვრება აისახა "ელგუჯასა" და "მამის მკვლელში", "მოძღვარსა" და "ხევისბერ გოჩაში". მწერალი ილაშქრებდა ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ. ზოგადადამიანურ პრობლემებს იგი ძირითადად მოხევეთა ცხოვრების ყალიბში ასხამდა ხორცს. ეს გახდა მიზეზი ყაზბეგის შემოქმედების უმართებულო შეფასებისა ზოგიერთი იმ კრიტიკოსის მიერ, რომელიც ეთნოგრაფიულ ჩარჩოში მოქცეულ მწერლად მიიჩნევდა მას (ი. მეუნარგია).
ყაზბეგის ხალხურობით აღბეჭდილი შემოქმედება ემყარება მთაში გაბნეულ ლეგენდებს, თქმულებებს, ნამდვილ ამბებს. მის თხზულებებს აქტუალობა მიანიჭა მწერლის ტენდენციამ - გულისტკივილით აღეწერა ჩაგრული ერების ყოფა. ამის დადასტურებაა მოთხრობა "ელისო", რომელშიც მწერალმა ქართველ მკითხველს სხვა ერის უბედურება განაცდევინა.
ყაზბეგის ნაწარმოებათა სიუჟეტი ყოველთვის დინამიკურია, კონფლიქტების ხასიათი, წინააღმდეგობათა განვითარება და კულმინაცია - მეტად ეფექტური და ემოციური, რის გამოც მისი თხზულებები მძაფრი ინტერესით იკითხება. უთანასწორო ბრძოლა მჩაგვრელთა წინააღმდეგ ხშირად ყაზბეგის გმირთა დამარცხებით მთავრდება, მაგრამ ისინი იღუპებიან ვაჟკაცურად, თავს დებენ სამშობლოს, სიკეთისა და ადამიანურ ღირსებათა დაცვის სამსხვერპლოზე. დაღუპულ გმირთა შემდეგ რჩება ნათელი კვალი, რომელიც ამაღლებულ, ჰეროიკულ-ოპტიმისტურ ჟღერადობას სძენს ნაწარმოებს. მწერალი ააშკარავებს მეფის რუსეთის ძალადობას. სწორედ ამგვარი პროგრესულ-რევოლიციური ჟღერადობის გამო დაწვა პოლიციამ "ელგუჯას" პირველი გამოცემის მთელი ტირაჟი. რეალისტი მწერალი ხედავდა, რომ ხევში მიმდინარეობდა საუკუნეებით დამკვიდრებული კანონების და ტრადიციების რღვევის პროცესიც, რომელიც, გარეშე ძალთა შემოჭრით გამოწვეულ ცვლილებებთან შედარებით, ნელი და თანდათანობითი, მაგრამ გარდაუვალი იყო ("ელგუჯა", "მამის მკვლელი", "ხევისბერი გოჩა").
ყაზბეგის თვალთახედვა არ შეჩერებულა მხოლოდ ხევის ცხოვრებაზე. ბურჟუაზიული წყობის და მორალის მომძლავრება განსაკუთრებით ჩანს ქალაქური ცხოვრების ფონზე, როცა ადამიანთა ურთიერთობას წარმართავს ეგოისტური ზრახვა ("განკიცხული"). ყაზბეგმა ვაჟა-ფშაველასთან ერთად ახალ ქართულ მწერლობაში დაამკვიდრა მთის თემა, რომლის მხატვრული ხორცშესხმის პროცესში მთის განუმეორებელი პეიზაჟები, რომანტიკულად ამაღლებულ გმირთა სახეები, დაგვიხატა წინააღმდეგობებით აღსავსე თანამედროვეობა და იქადაგა სამშობლოს მთლიანობის შენარჩუნება-დაცვის მაღალი იდეები. მწერალი მარტო თავისი ეპოქით არ იფარგლება - უღრმესი პატროიტიზმი მსჭვალავს მის ისტორიული წარსულის ამსახველ თხზულებებსაც ("ხევისბერი გოჩა", "წამება ქეთევან დედოფლისა"). ყაზბეგს ეკუთვნის აგრეთვე კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, დაუმთავრებელი მოთხრობები ("ცხოვრების ჩარხი", "შიოლა ღუდუშაური"), ლექსები და პოემები. მწერალმა ქართულ კრიტიკულ რეალიზმს მასშტაბურობა შესძინა, XIX საუკუნის ქართული მწერლობა ახალი წახნაგებით გაამდიდრა.
* * *

ალექსანდრე ყაზბეგს
შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,
სული დაჰლიე ტანჯვითა,
მიუხვალ მამა-პაპათა
ამოღებულის ხანჯრითა,
ცრემლად დამდნარის გულითა,
დაღლილი მტრისა ჯავრითა!..
ჯავრი ტანს ნაბდად გეხვევა,
ცრემლი მიგყვება საგძლადა
და ტრფობა შენის ქვეყნისა
უქმს და ხელუყრელს აბჯრადა.
თავს დგმული ეკლის გვირგვინი
ფერხთ-წინ დაუგდე გმირებსა,
მამულისათვის გამწყდართა
იმ საქართველოს შვილებსა.
ცოცხლად იმედით მცხოვრებო,
გთხოვ,იმათაც სცე ნუგეში!
პირობა ქართველებისა,
ვგონებ,მიგყვება უბეში!..
უჩვენე შენი კალამი,
ნაწები სისხლის გუბეში!
ვაჟა-ფშაველა
1893
* * *
მე კავკასიის ქედები მთხოვენ
მე კავკასიის ქედები მთხოვენ,
მე მთხოვს მუსიკა თერგის ხმაურის,
ვუსმინო ყაზბეგს-ხევის ბეთჰოვენს
აგუგუნება კაიშაურის.
მე მშობლიური არაგვი მირჩევს,
წინასწარ ვიგრძნო,ვიცოდე მარად,
ქართველის გული თუ რისთვის ირჩევს,
ომში სოცოცხლე ჩასთვალოს არად.
იმ დღეებს ძეგლი უნდა ავუგო,
უნდა ავღმართო წყებათა წყება,
ით აღმიართა შენთან,ძაუგო,გ
გამარჯვებათა ჩვენთა დაწყება!
გალაკტიონ ტაბიძე
1943
"არასოდეს არ დაბადებულა უფრო მხურვალე წყურვილი ქალწულებრივი წმინდა ჰაერისა,უმწიკვლო მყინვარის თოვლზე უფრო სუფთა ჰაერის სითეთრე,ბრწყინვალე სილაჟვარდის წყურვილი,როგორიც იბადება ყაზბეგის ნაწერების წაკითხვის შემდეგ. "
გალაკტიონ ტაბიძე.
* * *
" ბევრი სიმწარე უნახავს სანდროს,ბევრთაგან დიდი მწუხარება შეხვედრია,ბევრს ცხარე ცრემლით უტირებია და სიკვდილის შემდეგ ისიც კი დააბრალეს ,რომ სხვისი ნაშრომი თავისი სახელით გამოაქვეყნაო.
მისი ნაწრამოები,სიყვარულით გაჟღენთილი ადამიანებისადმი,საყვარელ საკითხავად ექნება ქართულ საზოგადოებას.მისმა ნაწარმოებებმა შეაჩვიეს ქართველ საზოგადოებას ქართული წიგნის კითხვა."
დავით კლიდაშვილი
"მისი გმირები მთის შვილნი არიან,მთს მდიდარი მომხიბვლელი ბუნების მიერ არზრილნი,მთამ შთაუნერგა მატ სულში დაუშრეტელი წყურვილი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისა. "
კიტა აბაშიძე
"მოსფლიო ლიტერატურაში ვაჟა და ყაზბეგი განმარტოებით არიან,და მათთანვე არის მთას შეფარებული ქართული სულიც..."
ვახტანგ კოტეტიშვილი.
* * *
ალექსანდრე ყაზბეგი :
"მე მთილერი ვარ და არაა "მთიული",როგორც ჩვენს ლიტერატურაში გაწირვებულები მოგვიხსენიებენ ხოლმე.დიახ,მთიელი,შობილი იქ ,სადაც ყმა და მონება ძველთაგანვე სამარცხვინოდ ყოფილა ხალხში.სადაც სიტყვას "ბატონ-ყმობას"ადგილი არასოდეს არა ჰქონია, და სადაც კაცს პატივისცემა მხოლოდ პირადის ღირსებით შესძლებია..."
"დღემდის ჩემის სისხლის შემადგენელნი არიან მთის ნაკადულში შერეული რკინა და კლდეთა შორის ნაჩეჩქვის წვეთები .მათაგნ აღზრდილი დღემდის თეთრსა ხდის თეთად და შავსა შავად. თავისას ჰგრძნობს თავისად და უცხოს -უცხოდ.."
"ჩემი არსება გადაბმულია ჩემის ქვეყნის არსებასთან უხილავის ძალით .."
"წმინდა მოვლენის შეხება უწმინდურის ხელითა არის კაცისთვის უღირსი საქციელი.."
"დარწმუნებული ვარ მრომ ოდესმე ჩვენს ლიტერატურას შეეხება სერიოზული კრიტიკა და აუილებლად ჩემი თხზულებანიც შიგ მოჰყვებიან ..."
"საზოგადოებამ დაინახა ჩემი სინდისიერი წადილი სამსახურისა ა მან იგრძნო ,რომ თუ მე დაუფასებელის და გენიოსის ნიჭის ნაწარმოებს ვერ ვაძლევ,მის მაგიერ მათ ვაძლევ ყველას,რაცა მაქვს და რისიც მიცემის საშუალება და მდგოამრეობა ნებას მაძლევს.."
"რაცა მქონია,არ შემშურვებია ჩვენის საზოგადოებისათვის და რაც უნდა მცირე ადგილი ეჭიროს ხალხის წინ მსვლელობაში,მე მაინც დაკმაყოილებული ვარ,სიზარმაცეს ვერ ვუსაყვედურებ თავს.."
მე განსაკუთრებით აუარებელის წარმოდგენისა არა ვარ ჩემს ნაწერზედ და არც იმისთვის ვწერ ,რომ უკვდავობის სახელი დავიმსახურო.მე მიყავრს ჩემი ხალხი,ჩემი გზა და ყოველის კაცის მოვალეობათა ვხდი,რომ ემსახუროს თავის ხახლს იმითი,რითაც შეუძლიან..."
"მე მყავს ჩემი საზოგადოება და ჩვენ მივხდვით ერთმანეთის გულის ძგერას,ჩვენ გავიგონეთ ერთმანეთის გულის კვნესა და ხმები,დიდი ხანია,რაც შევაწყეთ.ერთი გვაქვს სიხარული და ერთივე სამგლოვიარო.ჩვენ ხმა მიუცემლად ვერ დავდგებით.მე მყავს ჩემი მკითხევლი,და რა რიგ ბუნდადაც უნდა იყვეს დაწერილი ჩემი მოთხრობები,იმათ მაინც ესმით მგოდებელის გულის გმინვა და რემლებს არ იშურებენ მის დასატირად..."
" მე არ ვხატავ ლირებს და ჰამლეტებს,ჩემს მოძმეთატვის გაუგებარ პირებს,მე ველტვი ჩემს ქვეყანას ,კეკლუცს და შემკობილს,ველტვი მის ბუნებას,რომელმაც აღზარდა და შეიფარა ჩემი მოძმენი,შევხარი იმათ და ვტირი იმ ტირილით,რომელიც გვასწავლა მისმა შემოქმედებამ.მთა რომ ჰკვნესის და ჰგმინავს,ჰაერი რომ ირევა და გოლიათნი ნისლით იბურება,ღრუბელი რომ ცრემლობს და ზვავი მოხუის,წყალი რომ კლდიდგან გამედგრებული გადმოჰქუხებს და ანკარა წყარო ლექსსავით მოკანკარებს ,ეს ყველა ცხადი და ცოცოხალი სამაგალითო გაკვეთილებია მისი შვილებოსატVის.."
"რაღა გზას მიღობავთ?გამიშვით სხვაგან,იქნება იქაც სამდე შევხვდე ელგუჯას ან კიდევ მის პროტოტიპს ,აწმყო სავაგლახ-სატირალს წარმომადგენელთ!გამიშვით,დავიტირო ჩემი კვდრები ამისთვის,რომ ჩემნი არიან და ჩემი გული მიიბრძვის მათკენ!"
* * *
მოგონებები ალექსანდრე ყაზბეგზე..
"ალექსანდრე ყაზბეგი მოწამე იყო იმ დროისა,როდესაც კანონიერებას თუ უკანონო მოთხოვნილებას ზოგიერთი მოხელენი მათრახის ძალით ასრულებდნენ.თვით განსვენებულმა ერთი თავისი კედელი მუშებს დაარღვევინა დამოხუცს კაცებს ასე უთხრა :"გახსოვთ ამ კედლის აგებაო","გვახსოვსო",უპასუხეს უკან\ასკნელთ:"ეს კედელი უსასტიდლოდ არის აგებული და მე მინდა სასყიდლით დავარღვიოო,მათრახით პურის ჭამა არ მინდაო ."
ანდრია კობაიძე.
თოვლ-ჭყაპიანი ამინდი იყომდოლი ადრე დაიწყო,მთელი ღამეები ვათენებდით ,ვეღარ ვასწრებდით ბატკნის აყვანას,სანდროს რაც შეეძლო გვეხმარებოდა.იდმენი დრო აღარ მქონდა ,რომ ძირახლები მაინც გამეკეთებინა და ძვლებს კი ღვედები დაწყვეტილი ჰქონდა და ჩალა-თივას ვეღარ იჭერდა.მთელი ფეხი სველი მქონდა,თან დაღლა და უძIლობა მაწუხებდა.რამე ,როდესაც დასაძინებლად შევედი,სანდრომ ახალი ძირახლები მომაწოდა და მითხრა :აჰა ,თედო,ჩაიცვი,თივით კარგად გატენე,უფრო რბილი იქნება.მადლობა გადავუხადე და გამოვართვი ძირახლები.მეორე დღეს სანდროს ყარაულობის დრო მოვიდა.ჩვენ ყველამ ვივახშმეთ,ცხვარი დავაბინავეთ და დავიძინეთ.დილით ბინიდან შემოგვესმა ხმაური,ჩხუბის ხმა.შევედით სანდროსთან და ავინახეთ,სანთელი მთლად დანავლებული,გამდნარი,აუარება ნაწერი ქარალდები,რომლებიც აქეთ-იქით იყო მიყრილ-მოყრილი.
-სანდრო,ჰა ,სანდრო -დავუძახეთ ჩვენა,მაგრამ ყური არ გვიგდო .მერე ადგა ,ლანძრვით ფანქარი პატარა სიფროზე დაახეთქა და თქვა:გაგონილა განა ამდენი უსამართლობა,ამდენი სისიხლის ღვრა,ამდენი დევნა და შევიწროვება?სად არის სამართალი,სად არის კანონი!ჩვენ გაკვირვებულები ვუყურებდით და არ გვესმოდა ,რაზე იყო ლაპარაკი.მერე როცა დამშვიდდა ,ქარალდები აკრიფა,დაახვია და სკივრში შეინახა,ზედ პატარა ხალიჩა დააფარა ,რომელიც ხვრაში დაჰქონდა.ბოლოს მაინც გამოგვიცხადა,რომ რაღაც მოთხრობას წერდა და იმის გმირი შეეწუხებინა უსამართლობას.მაგისტVის ვბრაზობდიო.
თედო გოდერძიშვილი.
This post has been edited by Hano on 1 Apr 2009, 16:44