ფრანგი ტურისტი საქართველოზე: „პირველად და უკანასკნელად ვარ ამ ქვეყანაში“
11:59 2014-08-11
„ასე უნდათ ქართველებს ევროკავშირში შესვლა“?!
„პირველად და უკანასკნელად ვარ ამ ქვეყანაში“ - წერს ფრანგი ტურისტი ქალი, რომელიც საქართველოში 2500 ევროთი დაჯარიმდა, დაჯარიმების მიზეზი ის ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატია, რომელიც საქართველოში იკრძალება, მაგრამ ამის შესახებ თურქეთიდან საქართველოში შემოსულ ფრანგ ტურისტს არაფერი სმენოდა.
სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა, არა მარტო ფრანგული, არამედ უცხოური პრესა. „დაფალგან კოდეინი”, რომელიც 41 წლის არზუ ბილიცის აღმოუჩინეს საფრანგეთში თავისუფალ გაყიდვაშია. ფრანგები აღშფოთებას გამოთქვამენ ამ ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ, მაშინ როდესაც მათი ქვეყანა საქართველოს მიერ უარყოფილ ტუბერკულიოზით დაავადებულ ქართველებს უანგაროდ მკურნალობს, არასამართლიანია ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის გამო, საფრანგეთის მოქალაქის დაკავება და დაჯარიმება. „ასე უნდათ ქართველებს ევროკავშირში შესვლა“?! - აცხადებენ ფრანგები. ასევე სოციალურ ქსელში მასიურად კეთდება განცხადებები, რომ თითოეულ მათგანს ელოდება იმის საშიშროება, რომ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ამიტომ ისინი არასოდეს ჩამოვლენ საქართველოში.
უცხოელების მიერ გაკეთებული განცხადებებით თუ აღნიშნული წამალი დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე მაშინ ამის შესახებ აუცილებელია იყოს ცნობილი ყოველი ტურისტისთვის. თუმცა, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ვებ გვერდზე არ არის გაფრთხილება მედიკამენტების თაობაზე, ასეთი გაფრთხილება არ არის არც საფრანგეთის საელჩოს გვერდზე საქართველოში.
ახალციხეში დაკავებულ ქალბატონს 7 აგვისტოს 5 000 ლარიანი საპროცესო გარიგების შემდეგ საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს. თუმცა, მალევე ერთი ქალბატონის დაკავების ფაქტს მეორეც მოჰყვა. ახალციხის პოლიციის მიერვე დაკავებული მეორე ქალბატონი, სასამართლოს პროცესს ელოდება და ქვეყანას ვერ ტოვებს.
გამოძიება 262 მუხლით დაიწყო, რაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანას, უკანონოდ გატანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობს ...
ავტორი: დეა თავბერიძე
http://www.newposts.ge/?l=G&id=47112-ფარ მჯერა მე ამის