პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ასეთი დამოკიდებულება ქვეყანას არ წაადგება - კახიშვილი
20:24 2014-08-15
ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა ადამიანებს არ უყვარდეთ ერთანეთი, მაგრამ ნორმალური საქმიანი ურთიერთობა მაინც უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა კახიშვილმა.
როგორ იმოქმედებს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებული დამოკიდებულება, - ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ექსპერტმა კახა კახიშვილმა. მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, მნიშვნელოვანია ორ მნიშვნელოვან ინსტიტუს შორის არსებობდეს საქმიანი ურთიერთობა.
,,სახელმწიფოს სჭირდება სრულყოფილად გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები. როდესაც ორ ძალიან მნიშნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს - პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არის ასეთი ტიპის ურთიერთობები, მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგად წაადგება საქართველოს განვითარებას. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა ადამიანებს არ უყვარდეთ ერთანეთი, მაგრამ ნორმალური საქმიანი ურთიერთობა მაინც უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა კახიშვილმა.
პრემიერ-მინისტრისთვის გაუგებარია, თუ რატომ დასჭირდა პრეზიდენტს სდსს-ს ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე "გრიფით საიდუმლოს" მოხსნისთვის ერთი თვე. "სჯობია, პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ერთი თვე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას. თუმცა თითოეული მოქალაქისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ხდებოდა ასეთი ხარჯების გაწევა. გირჩევთ, მიმართოთ პრეზიდენტს და ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ამდენი დრო?", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ამ განცხადებას მალევე უპასუხა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. მისი თქმით, იმ საკითხებზე, რომელიც პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის, ვერავინ ვერ ეტყვის მას კანონით დაგგემილ ვადაში 5 წუთი იფიქროს, თუ - მეტი. „იმისთის, რომ დააჩქარო რაიმე გადაწყვეტილება, რაიმე ძალაუფლება უნდა გქონდეს. 9 წლის განმავლობაში სწორედ ეს არ მომწონდა წინა ხელისუფლების, რომ არ იცოდნენ სად მთავრდება კანონი, სად იწყება ვალდებულება და სად მთავრდება ხელისუფლებების გამიჯვნა. პრეზიდენტმა მაშინ გადაწყვიტა ეს საკითხი, როდესაც ეს სწორად მიიჩნია და ყურადღება უაღრესად ფაქიზად მიაქცია საკითხს, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
http://newposts.ge/?l=G&id=47542-%E1%83%9E...%83%9A%E1%83%98რავი და მე პირიქით ვფიქრობ, თუ ეს დაპირისოირება დადგმული არ არის და განსხვავებულ აზრს უნდა ჰქონდეს ყოველთვის ადგილი ქვეყნის ცხოვრებაში.