ბესელია გვყავდეს დაცული თვითკმაყოფილი და გაჯეჯილებული ჩვენ ავიტანთ არა?
და ეს მხოლოდ ერთ დღეში ერთ ქალაქში
იმედია მეტი აღარაფერი მოხდება დღეს.
ვაკის საცურაო აუზთან ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა დაჭრეს (ფოტო)
22:26 2014-08-16
სროლის ხმა ისმოდა ვაკის საცურაო აუზთან, ხაბეიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცრცხლსასაროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს
ვაკის საცურაო აუზთან მამაკაცი დაჭრეს. ამ წუთისთვის ხაბეიშვილის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. თვითმხილველთა თქმით, გასროლა მოხდა ავტომანქანიდან მოხდა, საიდანაც ესროლეს სხვა ამტომანქანაში მჯდომ ახალგაზრდას. საუბარია ,,ML“ -ის მარკის ჯიპზე. მანქანას ჩამსხვრეული აქვს წინა საქარე მინა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გასროლა სავარაუდოდ მოხდა ოთხჯერ. სავარაუდო ეჭვმიტანილმა შემთხვევის ადგილის დატოვება მოასწრო. დაჭრილი ახალგაზრდა შემთხვების ადგილიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯეროთბი უცნობია. თვითმხილველთა თქმით, ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ფეხშია დაჭრილი
თვითმხილველები მამრაძის ქუჩაზე მომხდარის ვერსიაზე საუბრობენ
16:49 16-08-2014
თვითმხილველები მამრაძის ქუჩაზე მომხდარის ვერსიაზე საუბრობენ თბილისში, ე.წ. მალაკნების ბაზართან, მამრაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, მამა-შვილი ქუჩის კუთხეში საზამთროს ყიდდნენ , რა დროსაც მათთან ხელკეტებითა და დანებით შეიარაღებული სამი მამაკაცი მივიდა.
ერთ-ერთი თვითმხილველის, ელენე კვიტაიშვილის ინფორმაციით, გამყიდველებსა და აღნიშნულ სამ პირს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც საზამთროს გამყიდველმა, ერთ-ერთ ხელკეტით შეიარაღებულს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც აღნიშნული პირი გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია ვინ იყვნენ ის სამი პირი, რომლებიც მამრაძის ქუჩაზე მოვაჭრეებთან მივიდნენ.
"შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ეს შემთხვევა დაემართათ სწორედ მამა-შვილს, რომლებიც საზამთროს ყიდიდნენ. მათ მთელი უბანი იცნობს და ვიცით, რომ უპატიოსნესი ადამიანები არიან", - აცხადებენ თვითმხილველები.
რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, ამ დრომდე სამართალდამცავები საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. მკვლელობის ადგილას პოლიციელებს ტერიტორია შემოსაზღვრული აქვთ და გადაადგილება შეზღუდულია.
შემთხვევის ადგილზე გაჩერებულია სატვირთო ავტომობილი, რომლითაც თვითმხილველების თქმით, მკვლელობაში ბრალდებულებს უბანში საზამთრო მიჰქონდათ. ერთ-ერთი ვერსიით, შელაპარაკების მიზეზი ქუჩის სავალ ნაწილზე აღნიშნული ავტომობილის დგომა გახდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ვარკეთილის მეტროსთან, კაზინო ,,ლას ვეგასის” წინ მოხდა ჩხუბი, დაჭრილია 2 ადამიანი, 1 გაიქცა. როგორც ცნობილია, კაზინოს აქვს 2 ვიდეო კამერა, რომლიც იღებდა ინციდენტს, შეკამათების დროს დაცვის თანამშრომელი არ ჩარეულა და ამ ყველაფერს უყურებდა შორიდან .
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...08-2014%2018:03 This post has been edited by kardinali100 on 16 Aug 2014, 23:18