#42057472 · 28 Aug 2014, 00:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალიო მირცხულავა - ,,ვინც კომუნიზმს უღალატოს!"
შხამად შეერგოს დედის რძე, ცოფს ყრიდეს პირზიზღიანი, დაეცეს ხსნას არ ელოდეს, ვერ მოირჩინოს ზიანი დაძრწოდეს, გზას ვერ იკვლევდეს გახელებული, ზიანი, მეწყერი წამოეწიოს, დღე დაუბნელდეს მზიანი!!
პურს ჭამდეს მიწა ეგონოს, ყვავყორნის ლეშად ქცეული, წყალს სვამდეს სისხლი ეგონოს, შხამგესლად ჩამოქცეული, იწვოდეს იტანჯებოდეს, როგორც იუდა წყეული, მშიერ მწყურვალი კვდებოდეს მეზობლებს გამოქცეული!
ვინც უღალატოს სამშობლოს, დიად საბჭოთა მხარესა, მთაგორებს, ვეფხისტყაოსნებს , მორთულ მოფარჩულ არესა, ჩვენს მამულს შრომით აღდგენილს, მშობლიურ მზეს და მთვარესა ჭარმაღალ ცას და ვარსკვლავებს მოკაშკაშ მოელვარესა!
ლენინის დროშა გავშალოთ - ორბის ფრთა ნაპერწკლოვანი, დავსძახოთ ბრძოლის ყიჟინა - მრისხანე, ხმაცეცხლოვანი, მტრებს დავცხოთ ქარბუქს მიჰქონდეს მათი ოხვრა და გლოვანი, კვლავ ვასახელოთ გმირობით სამშობლო სახელოვანი!
--------------------
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი
|