რატომ ხდება როდესაც შეყვარებულებს ყველაფერი კარგად აქვთ და უეცრად გოგოს ძალიან ეცვლება ხასიათი, ხდება აგრესიული, აღიზიანებს შენი ქმედებები, გონია რომ სულ უტევ ან ეჩხუბები, აქეთ გიტევს ცუდად იქცევიო, როდესაც ამის მიზეზი არ აქვს, პასიურდება... ერთი სიტყვით ძალიან იცვლება ცუდისკენ.
გადის მცირე დრო და შემდეგ ისევ ისეთი საყვარელი, თბილი, გემრიელი, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ხდება თითქოს არც არაფერი მომხდარა, მაგრამ უკვე ეს რეგულარულ სახეს იღებს და ეს ცვლილებები ხშირია (არადა კრიტიკულ დღეებს არ ემთხვევა

)
ალბათ ყველა ბიჭს ქონია ასეთი შემთხვევა ურთიერთობაში.
გოგოებო რა გჭირთ ხოლმე ამ დროს? და რატომ არ გინდათ ხოლმე ამაზე საუბარი ან თუნდაც ახსნა "იცი რაღაც პრობლემა მაქვს (თუნდაც ისეთი რომელიც ძალიან პირადულია (ოჯახში უთანხმოება, მეგობრებთან კონფლიქტი და ა.შ) და ამაზე შეყვარებულსაც ვერ დაელაპარაკები) და ამიტომ ვარ ასე"
ან თუ არაფერი გჭირთ რაში გჭირდებათ ასეთი მოქცევა