საქართველოში უამრავი ქართველი ახალგაზრდა ეწევა საგანმანათლებლო და საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ შეძლო თვით გაეროს სხდომაზე, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაციის ქართული ფილიალის პრეზიდენტის რანგში სულ რაღაც 25 წლისას გრანდიოზული შეხვედრა გაეროს 36 ქვეყნის 700 ზე მეტ წარმომადგენელთან ჰქონოდა. ეს ახალგაზრდა რატი ქირია გახლავთ, რომელითაც ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, რადგანაც უკვე რამოდენიმე წელია იგი , არაჩვეულებრივ საქველმოქმედო ღონისძიებებს საკუთარ გუნდთან ერთად აკეთებს .
MPRESS.GE “CAMPUS LIONS TBILISI” ს პრეზიდენტ, რატი ქირიას ინტერვიუს გთავაზობთ.
12 მარტს „Lions International” და გაეროს შორის 38-ე და 70 წლის ურთიერთ თანამშრომლობის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდა 700-ზე მეტი წარმომადგენელი 36 ქვეყნიდან, ორგანიზაციის სხვადასხვა სტუქტურის წარმომადგენლები, გაეროს რამოდენიმე ქვეყნის სრულუფლებიანი ელჩები და პოლიტიკოსები.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “Lions International” არის ყველაზე დიდი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს, მათ შორის საქართველოშიც. ორგანიზაცია სრულ უფლებიანი წევრია გაეროს გენერალური ანსამბლეის და ხმის უფლება გააჩნია. ორგანიზაციას 2017 წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს ჩიკაგოს სათაო ოფისში.
Read more:
http://mpress.ge/2016/03/25-%e1%83%ac%e1%8.../#ixzz43dnGRsNJ * * *
ვულოცავ..... მაგარია.....

ბევრი ასეთი ახალგაზრდები საქართველოს!
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...