სომხეთის მთავრობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს - ამის შესახებ საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრების გაფართოებულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანს შეთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა.
გაფართოებული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სომხეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გაღრმავების გზები იყო.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველო-სომხეთის ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართება.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრი ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ასევე პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე; სომხური მხრიდან კი - იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეები და სომხეთის ელჩი საქართველოში.
http://cp.ge/ge/statiacci.php?ID=23851ვითომ რატომაო?