ხაიშის თემის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ შს სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს გადაადგილების უფლება 5 საათის განმავლობაში არ მისცა. მათ ჯვარი-მესტიის ცენტრალური მაგისტრალი ჰქონდათ პარალიზებული.
ადგილობრივების პროტესტი გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ხე-ტყის მასალის უკანონოდ მოპოვებასთან დაკავშირებით ჩატარებულმა რეიდმა და შემდეგ გამოწერილმა ჯარიმებმა გამოიწვია.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მასობრივი ჩხრეკა გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე ჩატარდა და 20-მდე ოჯახი დაჯარიმდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს წარმოამდგენლები განმარტავენ, რომ ღონისძიების ჩატარებისას ადგილობრივებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებაც და სწორედ ამის შემდეგ გახდა საჭირო შსს-ს ქვედანაყოფების გამოძახება, რომლებიც აქციის მონაწილეებმა დღეს სოფლიდან არ გაუშვეს და გზა გადაკეტეს.
მოგვანებით აქციის მონაწილეებს მესტიის გამგებელი კახა ჟორჯოლიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე შეხვდნენ, რომლებიც ჯარიმების ჩამოწერის საკითხში შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობას დაჰპირდნენ, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
საბოლოოდ, ადგილობრივებმა შს სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეძახილებით გააცილეს. აქციის მონაწილეების თქმით, თუ მსგავსი ღონისძიება ხაიშის თემში კვლავ გატარდება, რადიკალური ზომების მიღებას არ გამორიცხავენ.
http://frontnews.ge/ge/news/52301ეს არის მარაზმი, განუკითხაობა და ასეთი რამის დაშვება ქვეყნის იმიჯისთვის დამღუპველია.
ასე ბრუნდება წარსული რომელიც უკვე გამოვლილი გვაქვს 90-იანებში.
This post has been edited by maxo111 on 22 Aug 2014, 01:06