"ბასტიის" ფროვარდ ბრანდაოს, რომელმაც "პსჟ"-ს ნახევარმცველ ტიაგო მოტას ცხვირი გაუტეხა, 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
დღეს, პარიზის სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართა.
შეგახსენებთ, ბრანდაომ ჯერ ვან დერ ვილსს ჩაარტყა მუხლი და მის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი გასახდელებთან ტიაგო მოტაზე მოახდინა თავდასხმა.
ბრაზილიელ ფორვარდს 3-წლიანი პატიმრობის გარდა ფინანსური ჯარიმაც ემუქრება, რომლის ოდენობა 45 ათასი ევროა.
http://fanebi.com/brandaos-3-tsliani-patimroba-emuqreba/