ნახეთ რა ხდება:
საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების ზრდას რეფერენდუმის არეშე (ნაცების ჩაწერილია).
ქოცი ეკონომიკური თეორიების მამები, მადლობა ნდობისთის, ამ პუნქტის ამოღებას აპირებენ.
დღესდღეობით ბიუჯეტს ავსებენ
ნახტომისეული ზრდა -თ და ეროვნულ ბანკში აღებული 1-2 მილიარდიანი კრედიტებით. (ჩერეზ კომერც. ბანკ., პირდაპირ აკრძალულია კანონით, რაშიც წლიურ 8-11%-ს იხდიან).
ახალი ვალების აკიდების/გადასახადების ზრდის ალტერნატივაა - ქამრების შემოჭერა, ოღონდ ნაღდი, მაგალითად (ვაი, დამიხურეს თემა... მაგარია თავისუფლად სუნთქვა...
ქამრების შემოჭერა ამერიკულად (Trump) 
)
გია ჟორჟოლიანის მოსაზრებები:
ჟორჟოლიანმა ჩინეთის ეკონომიკის მინისტრი გააკრიტიკამზადება ნახტომისეულიზრდისთვის გრძელდება, მადლობა ნდობისთვის.
აკაკი ზოიძე - გადასახადებთან დაკავშირებული გარკვეული მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება ინვესტორებისათვის შესაძლოა არასწორი სიგნალის მიმცემი აღმოჩნდეს14:24 01-02-2017
აკაკი ზოიძე - გადასახადებთან დაკავშირებული გარკვეული მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება ინვესტორებისათვის შესაძლოა არასწორი სიგნალის მიმცემი აღმოჩნდეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის აზრით, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დაწესების ან გაზრდის მიზნით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა და კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლის შეტანა არასწორი იყო, მაგრამ მისივე თქმით, ახლა აღნიშნული მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება და ”ეკონომიკური თავისუფლების აქტის” გაუქმება ინვესტორებისათვის არასწორი სიგნალის მიმცემი შეიძლება აღმოჩნდეს.
”თავის დროზე ეს იყო ჩემი აზრით, არასწორი ნაბიჯი. არ შეიძლება რეფერენდუმზე გამოიტანო გადასახადების საკითხები, რადგან ჩვენ არ ვართ შვეიცარია. თავის დროზე ამის შეტანა არასწორი იყო, მაგრამ ახლა ამ მუხლის ამოღება კონსტიტუციიდან და ეკონომიკური თავისუფლების აქტის გაუქმება შეიძლება არასწორი სიგნალი იყოს ინვესტორებისთვის. მე მესმის ის მოთხოვნა, რაც დაყენებულია ”სოციალისტების” მიერ, მაგრამ თუ გვინდა, რომ მეტი სოციალური შემწეობა გვქონდეს, მეტი ჯანდაცვა გვქონდეს, მეტი შემოსავალი სჭირდება სახელმწიფოს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატები“ საქართველოს კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღების ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვით, ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღება ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდა მთავრობის მიერ დანიშნული რეფენდუმით არის შესაძლებელი. მათივე აზრით, შესაბამისი ცვლილებები “ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონშიც უნდა განხორციელდეს.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი წინადადებით ფრაქციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას უკვე მიმართა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...ghmochndes.html This post has been edited by ტერა on 1 Feb 2017, 15:58