ზეაფორიაქებული ბოცვერა ირა ალასანიას გმირული განცხადებებიდან(ეხერხება(ყოველ შემთხვევაში თვითონ გონია))
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამბობს,
რომ შავ ზღვაში ფართომასშტაბიან წვრთნებში რუსეთის მიერ
ოკუპირებუილ ტერიტორიებზე განლაგებული საოკუპაციო ჯარები ჩართული არ არიან და არც საქართველოს
საზღვაო აკვატორიაა დარღვეული.შეგახსენებთ, აფხაზეთის "რესპუბლიკაში" რუსეთი ქვეყნის მე-7 სამხედრო
ბაზის მოტორმსროლელი ქვედანაყოფის წვრთნებს ატარებს. აღნიშნულის შესახებ,
გუშინ, რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა.
http://news.ge/ge/ne...s-amerikelebtanშეიძლება გულუბრყვილო ან ინტრიგანმა ვინმემ იკითხოს "კი მარა ეს მეშვიდე
მოტომსროლელი ბრიგადა ოკუპირებულ აფხაზეთში რომაა დისლოცირებული და ეხლა წვრთნებში
აქტიურად მონაწილეობს ეგენი საოკუპაციო ჯარები აღარ არიან თუ დროებით
შეუჩერდათ საოკუპაციო ჯარის საპატიო სტატუსი და სწავლებების შემდეგ აღუდებათ?".
ეგრეა რუსების ხსენებაზე ირას კი არა თვით ნეტარ ბიძინესაც კი უვარდება ხმა და რა ქნან....

სხვა საქმეა სამეგრელოს ტყეებში რეჟიმის უჩინმაჩინი ბატალიონის კარასინთან
ერთად განცხადებებით განადგურება(აი სად უნდა ვაჟკაცობის გამოჩენა).
თორემ რა გიუმრის ბაზა და რა რუსული სწავლებები ეგენი რა საფრთხეა საქართველოსათვის?
კაცმა რომ თქვას რისი უნდა გვეშინოდეს გაეროში პალესტინის ისეთი ლობისტი
გავხდით რომ სომხებსაც კი არ დაესიზმრებოდათ რუსეთის ეგზომ მაამებელი გეოპოლიტიკური
"ნახტომი", პაატა ზაქარეიშვილი აფხაზური დამოუკიდებლობის ისეთი ლობისტია არძინბაც რომ ვერ ინატრებდა,
აფხაზეთის რკინიკზის გახსნა ერევნამდე ისე მოვინდომეთ(ჩვენ რა მოვინდომეთ ბიძინეს მოუნდა ეამებინა სუზერენისათვის)
რომ აფხაზები და სომხებიც კი შოკში ჩავარდნენ ესეთი მოულოდნელი საჩუქრის მოლოდინში,
კიდევ ავიღეთ და ვინც კი საქართველოს დეოკუპაციას ითხოვდა ქვა ქვაზე არ დავუტოვეთ ეპისტოლარულად
(სხვა საქმეა რომ ეს ეპისტოლეები აქუბარდიას და ასავალ დასავალის მკითხველის გარდა არავის არ წაუკითხია).
ჯარს სესიაშვილი და ალასანია ისეთ ჭკუაზე მოიყვანენ რომ ნატოში კი არა ლესოტოს პოლიციაშიც კი არავინ მიიღებს....ა
ქედან გამომდინარე რა საფრთხეა რუსეთი? მათთვის არავითარი..
* * *
http://www.georgiati...cles/87619.html Министр обороны Грузии Ираклий Аласания на совместной с главой оборонного ведомства
Армении Сейраном Оганяном пресс-конференции в Ереване 7 марта дипломатично высказал иную позицию,
которая существенно отличается от риторики прежнего руководства.
Он заявил, что не считает 102-ю военную базу в армянском городе Гюмри угрозой.
მოკლედ გიუმრის(სასომხეთი) 102 რუსული ბაზა რომელიც С-300 რაკეტებით,
МиГ-29 გამანადგურებლებითაა შეიარაღებული და 5000 ჯარისკაცი ყავს საქართველოსათვის
არავითარ საფრთხეს აღარ წარმოადგენს მიაჩნია ირაკლი ალასანიას. მართლაც რა საფრთხეა რუსული
ბაზა გიუმრიში რომელიც თავდასხმით იარაღით კბილებამდა აღჭურვილი?
აი საფრთხე სამეგრელოს გაუვალ ტყეებში "რეჟიმის" ჩასაფრებული უჩინარი რეზერვისტები იყვნენ
რომელიც ირა ალასანიამ კარასინთან ერთად ვაჟკაცური განცხადებით გაანადგურა..

.რა სუნ ძი,
რა კეისარი,
რა ლაკედომენის მეფე ლეონიდასი
, რა შვარცკოფი,
როცა ესეთი ბრძენი და ვაჟკაცი თავდაცვის მინისტრი გვყავს
.....როგორც ამბობდნენ ძველად:" ადამიანებო! ომი დამთავრდა. მშვიდობისა გეშინოდეთ".
თვალი დაუდგა ნატოს, ბავშვები გადამალეთ, ბიჭებს დამიძახეთ, ირაკლი ალასანია განცხადებას გააკეთებს!!!
მიკროფონი მიუტანეთ და ჰკა მაგას!!!
როგორ ვერ ვხვდები უნდა შემოიტყუოს და მერე
ისეთ განცხადებას დასჭექებს ალასანია რომ რუსები ბორჯომს სირბილით ჩაიტანენ
ნიჟნი ნოვგოროდის რინოკზე გასაყიდად.............
ზურგში ჩახალიანის "პოლიტპატიმართა" დივიზია დაარტყავს დაბნეულ რუსულ შენაერთებს,
წინ პაატა ზაქარეიშვილი და სესიაშვილი სოლისებურად შეიჭრებიან,
ჰაერში კი ბოსელია-ხიდაშელი-წულუკიანის ცოცხებზე ამხედრებული ავიაცია აიწევა დასაბომბად
(ბიძინემ საბრძოლო ტომოჰავკი უკვე ამოთხარა ჭორვილას სასაფლაოზე)...
მოკლედ ეს საიდუმლოა!!! ქუცუნაშვილს უთქვამს ვიღაც პრაპორშჩიკის ცოლისათვის სიმთვრალეში და არავისთან
არ წამოგცდეთ განსაკუთრებით ამერიკელებთან, ბალტიელებთან და პოლონელებთან.
This post has been edited by urfinjus8 on 27 Aug 2014, 12:31