#42030050 · 25 Aug 2014, 05:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ფეოდალური სოციალიზმი" საფრანგეთის და ინგლისის არისტოკრატია თავისი ისტორიული მდგომარეობით მოწოდებული იყო ეწერა პამფლეტები თანამედროვე ბურჟუაზიული საზოგადოების წინააღმდეგ, საფრანგეთის 1830 წლის ივლისის რევოლუციაში და ინგლისის მოძრაობაში პარლამენტური რეფორმის სასარგებლოდ ერთხელ კიდევ დაამარცხა იგი საძულველმა მეტიჩარამ. რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ ბრძოლაზე ლაპარაკიც აღარ შეიძლებოდა. მას დარჩა მხოლოდ ლიტერატურული ბრძოლა. მაგრამ სალიტერატურო ასპარეზზედაც შეუძლებელი გახდა რესტავრაციის დროისძველი ფრაზებით ლაპარაკი. თანაგრძნობის მოსაპოვებლად არისტოკრატიას უნდა მოეჩვენებინა, რომ იგი ზრუნავს თავის საკუთარ ინტერესებზე და მხოლოდ ექსპლოატირებული მუშათა კლასის ინტერესებისათვის ადგენს თავის საბრალდებო ფაქტს ბურჟუაზიის წინააღმდეგ. ამრიგად, იგი კმაყოფილებას განიცდიდა იმით, რომ სალანძღავ ლექსებს თხზავდა თავის ახალ ბატონზე და ყურში ჩასჩურჩულებდა მას მეტნაკლები ავბედობის წინასწარმეტყველებას.
ამრიგად წარმოიშვა ფეოდალური სოციალიზმი – სანახევროდ გოდება, სანახევროდ პასკვილი, სანახევროდ წარსულის გამოძახილი, სანახევრო მერმისის მუქარა, ზოგჯერ ბურჟუაზიის გულგამგმირავი თავისი მწარე, გონებამახვილი, გესლიანი განაჩენით, მაგრამ ყოველთვის კომიკური შთაბეჭდილების მომხდენი მით, რომ იგი სავსებით მოკლებულია უნარს გაიგოს თანამედროვე ისტორიის მსვლელობა.პროლეტარიატის სამათხოვრო ჩანთა არისტოკრატიამ ხელში აიღო და დროშად ააფრიალა, რათა თავის გარშემო ხალხი შემოეკრიბა. მაგრამ ყოველთვის, როდესაც მას ხალხი გაჰყვებოდა, მის ზურგზე ძველ ფეოდალურ ღერბს ხედავდა და მაშინვე უკან გარბოდა ხმამაღალი და უპატივცემო ხარხარით.
ამ კომედიას თამაშობდა საფრანგეთის ლეგიტიმისტების ნაწილი და „ახალგაზრდა ინგლისი“ როდესაც ფეოდალები ამტკიცებენ, რომ მათი წესი ექსპლოატაციისა სხვა სახის იყო, ვიდრე ბურჟუაზიული ექსპლოატაცია, მათ ავიწყდებათ მხოლოდ, რომ ისინი სრულიად სხვა, ახლა უკვე დრომოჭმულ გარემოებებსა და პირობებში ეწეოდნენ ექსპლოატაციას. როდესაც ისინი ამტკიცებენ, რომ მათი ბატონობის დროს თანამედროვე პროლეტარიატი არ არსებობდა, მათ ავიწყდებათ, რომ სწორედ თანამედროვე ბურჟუაზია იყო აუცილებელი ნაყოფი მათი საზოგადოებრივი წყობილებისა. თუმცაღა ისინი ძალიან ნაკლებ ფარავენ თავიანთი კრიტიკის რეაქციულ ხასიათს და მათი უმთავრესი ბრალდება ბურჟუაზიის წინააღმდეგ სწორედ ის არის, რომ ბურჟუაზიის რეჟიმის პირობებში ვითარდება კლასი, რომელიც ააფეთქებს მთელს ძველ საზოგადოებრივ წყობილებასო. ბურჟუაზიას ისინი უფრო მეტად უსაყვედურებენ, რომ მან რევოლუციური პროლეტარიატი წარმოშვა, ვიდრე იმას, რომ საერთოდ პროლეტარიატი წარმოშვა. ამიტომ პოლიტიკურ პრაქტიკაში ისინი მონაწილეობენ მუშათა კლასის საწინააღმდეგო ყველა ძალმომრეობით ღონისძიებაში, ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათი გაბერილი ფრაზეოლოგიის მიუხედავად შემთხვევას არ უშვებენ აკრიფონ ოქროს ვაშლები და ანაცვალონ ერთგულება, სიყვარული და პატიოსნება ცხვრის მატყლით, შაქრის ჭარხლით და არყით გაწეულ ჩარჩობას როგორც ხუცესი დადიოდა ყოველთვის ფეოდალთან ხელიხელჩაკიდებული, ისე ხუცური სოციალიზმი მიდის ხელიხელჩაკიდებული ფეოდალურ სოციალიზმთან. იმაზე ადვილი არა არის რა, რომ ქრისტიანულ ასკეტიზმს სოციალისტური ელფერი მიეცეს. განა ქრისტიანობა არ ამხედრებულა კერძო საკუთრების, ქორწინებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ? განა იგი მათ ნაცვლად არ ქადაგებდა ქველმოქმედებასა და გლახაკობას, უქორწინობასა და ხორცის მოკვდინებას, განდეგილობასა და ეკლესიას? ქრისტიანული სოციალიზმი მხოლოდ აიაზმის წყალია, რომლითაც ხუცესი ასხურებს არისტოკრატის გაბოროტებას.
კ. მარქსი
--------------------
ო, მშვენიერო ბჰუტა ღამეა თვალებში სულის წყვდიადის ანარეკლი.
|