#42037161 · 25 Aug 2014, 22:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ თემის მთავარი ნაპერწკალი სიტყვა არაგოიმურია.
არადა არ ვიპრანჭები. პრაგმატული მიზეზი მაქვს.
უცხოელები მყავს, მელომანი ტიპები, სხვადასხვა რამ აინტერესებთ, ისიც და ისიც.
არადა გვააქვს აგეთი მუსიკა, მარტო გია ყანჩელს აქვს მსოფლიო ცნობადობის ღირსი 10 საუნდტრეკი.
აღარ ვიზამ, აღარ ჩამოვთვლი.
კაი, ერთიც "გამეპარება", მრავალფეროვნების ამპლიტუდის სათქმელად , სტეფანეს "ხელები", ტოჟე მშვენიერია.
თითო კაი სიმღერა ბევრს აქვს, პროსტა ჩვენ მოგვბეზრდა და მოგვყირჭდა.
იმათი ბრალიცაა, ვერ გახდნენ საკმარისად პროდუქტიულები, რომ სტილად აღგვექვა მათი თითო შლაგერი.
ამ თემაში გავფილტროთ, ჩავთვალოთ რომ უცხოელი ვართ და "სასიამოვნოდ უნდა გაგვიკვირდეს" ის, რომ ქართველები საინტერესო ევროპელები ყოფილან, თავისი ხვინწკებით.
ამყევით,
ერთხელაც ყველას გამოგვადგება ეს თემა.
ჟანრი - ჭრელი. ეთნოც შეიძლება, ტეხნოც, პოპიც და ჰიპჰოპიც, სრულიად პრიმიტიულიც და პეროიანიც.
ვცადოთ აბა.
პ.ს. ყველა მომღერალში ვპოულობ ნაპერწკალს, ერთს მაინც. მომეხმარეთ თქვენც.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|