#42048035 · 27 Aug 2014, 01:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ბინის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის დაჩქარების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბიანო ფონდის მოქალაქეთათვის საკუთრებაში გადაცემის, საბინაო ფონდის მოვლაპატროვნობისთვის მოქალაქეთა დაინტერესების გაზრდის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისკრთა კაბინეტი ადგენს: 1. საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყდლოდ გადაცემას. 2. პრივატიზაციის ობიექტი შიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი (ბინა), მათ შორის ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი ბინა, აგრეთვე გამოთავისუფლებული ბინა. ისორიისა და კულტურის ძეგლებად მიჩნეულ სახლებში არსებული ბინის საკუთრებაში გადაცემა დაიშვება ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოების თანხმობით. მოქალაქე მის მერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათი სურვილისამებრ შეიძლებ გადაეცეს მათ საერთო საკუთრებაში. ბინა, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს რამდენიმე დამქირავებელს, მათ საკუთრებაში გადაეცემათ ყველ დამქირავებლის თანხმობით. 3. პრივატიზაციას არ ექვემდებარება: - სამსახურებრივი დანიშნულების ბინა - ბინა საერთო საცხოვრებელში 4. საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების, საწარმო-დაწესებულბებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა) 5. საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლების ოჯახის წევრები არიან. მოქალაქენი, რომელთც უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ საცხოვრებელი სახლი (ბინა), განცხადებით მიმართავენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციებს, საწარმო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომელთა ბალანსზე ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა) 6. ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ფორმდება ადგილობრივი მმართვლობის ორგანოს სახელით საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა და მოქალაქეს შორის, რომელსაც ბინა უნდა გადაეცეს საკუთრებაში, ხოლო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის კუთვნილი საცხვორებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემისას ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის. 7. საცხოვრებელი სახლის (ბინის) მოქალაქეთათვის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით და რეგისტრაციაში გატარდეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოში 3 თვის ვადაში სანოტარო წესით დადასტურების დღიდან. საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. 8. საცხოვრებელი სახლის (ბინის) საკუთრებაში გადაცემისას მოქალაქემ უნდა გადაიხადოს სახელწიფო ბაჟი. ბაჟი განისაზღვრება საცხოვრებელი სახლის ქირისა და კომუნალური მომსახურების გადასახადის 2 წლის ოდენობით 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. 9. სახელმწიფო ბაჟისგან თავისუფლდებიან 1998 წლის 9 აპრილის ტრაგედიის, 1991-1992 წლების პერიოდში მომხდარი ტრაიკული მოვლენების დროს დაღუპულ პირთა ოჯახები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ამ ომში დაღუპულ პირთა ოჯახის წევრები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები. 10. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრი, რომელმაც მთლიანად გადაიხადა საცხოვრებელი ბინის ღირებულება ითვლბა ბინის მესაკუთრედ, რის შესახებაც იდება ხელშეკრულება საბინაო-საშენებლო კოოპერატივის მეპაიესა და გამგეობას შორის, რაც დასტურდება სანოტარო წესით და გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი 50 მანეთის ოდენობით. ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან ამ დადგენილების მე-9 პუნქტში აღნიშნული პირები. 11. საცხოვრებელი სახლის მოქალაქის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული დავა განიხილება სასამართლო წესით. 12. საცხოვრებელი სახლის (ბინის) ექსპლუატაცია ხდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს საბნაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა და მესაკუთრეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუზველზე. 13. შეძენილი ბინის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება ხორციელდება მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის ანალოგიურად. 14. საცხოვრებელი სახლის (სექციის, ბინის) ტექნიკურ მომსახურებას ეწევიან ადგილობრივი მმართველობის ორგანობის საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციები მოქლაქეებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 15. ბინის მესაკუთრენი დაკავებული ფართობის შესაბამისად მონაწილეობენ მთელი სახლის ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტთან, მათ შორის კაპიტალურ რემონტთან დაკავშირებულ საერთო ხარჯებში. 16. სახლების გათბობის, ელექტროენერგიით, გაზით, წყალმომარაგებითა და კანალიზაციით უზრუნველყოფის ხარჯებს ანაზღაურებენ ბინის მესაკუთრენი სახელწიფო საბინაო ფონდისთვის დაწესებული ტარიფების მხიედვით. 17. სახელწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის საცხოვრებელ სახლში ბინის მესაკუთრენი სარგებლობენ საქართველოს რესპუბლიკაში საცხოვებელი სადგომების სარგებლობის, საცხოვრებელი სახლისა და სახლისპირა ტერიტრიის მოვლაპატრონობის წესების მიხედვით. 18. დაევალოს საქართვლლოს რესპუბლიკის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა სამინისტროს 1 თვის ვადაში წარმოადგნოს კონკრტული წინადადებანი პრივატიზებული საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების ორგანიზაცისა და გაწეული დანახარჯების დაფარვის წესის შესახებ. 19. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს 1990 წლის 25 იანვრის # 35 დადგენილება “მოქალაქეთათვის საცხოვრებელი სახლებისა და ბინების პირად საკუთრებაში მიყიდვის და მათი მოვლა-შენახვისა და რემონტის ხარჯების ანაზღაურების შესახებ”
საქართველოს რესპუბლიკა პრემიერ-მინისტრის თ. სიგუა მოვალეობათა შემსრულებელი არაფერი არ არის იკითხე იურისტებთან
--------------------
Спит красавица в гробу, Я подкрался и ебу. Нравится — не нравится, Спи, моя красавица... Now cracks a noble heart. Good-night, sweet prince; And flights of angels sing thee to thy rest.
|