ასოცირება კიარადა...
ერთი თვის წინ ხელისუფლებამ და პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა ზარ-ზეიმით გამოაცხადა, რომ იწყებოდა მუცოს რეაბილიტაცია და ამისათვის გამოიყო თანხები... იშხანამ პირობაც დადო, რომ თავად იმავე კვირაში ავიდოდა პირიქითა ხევსურეთში და ნახავდა მუცოს... მე, პირადად, გულუბრყვილოდ გახარებულმა ფორუმზე თემაც გავხსენი...
გავიდა ის კვირა და ბატონი პრემიერი მუცოზე არ ასულა... ნუ, მაშინ ვიფიქრე, რომ ეტყობა დარიალის ამბების გამო-მეთქი... მაგრამ გავიდა კიდევ კვირები და ისევ ფეხი არ დაუდგამს იქ... ერთადაერთი, ბარისახოში შეირბინა ნახევარი საათით და ამით მოიხადა ხევსურეთის "მონახულების" მოვალეობა...
მოგეხსენებათ, ამ ძეგლის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება... მე ვიყავი მცირე ხნის წინ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში - მუცო, ფაქტობრივად, დაშლილია...
ხოდა, რა მაინტერესებს: ხელისუფლებავ, თქვენ ხომ არ გძმარავთ?... რაღას ელოდებით, სანამ ბოლომდე არ დაინგრევა?...
არადა, წესით, ახლა უკვე გაცხოველებული მუშაობა უნდა მიდიოდეს უკვე...
ბექექ, შენი შეფიც და აი, ის ძმაკაციც, ხინკალს რომ ჭამთ-ხოლმე ერთად, მაგარი აფერისტი მასტები არიან...
მამენტ, ახლა ამ სიგუას რაღა უნდა მოსთხოვო: შარშან შატილში ავიდა გაბღენძილი, ჰალსტუხით, და ისიც კი არ იკადრა, რომ იქვე მუცოში გადასულიყო... კაცი, ტურიზმის შეფი, პირიქითში რომ ავა და მუცოს არ ნახავს...

არ აინტერესებდა მაინც?... არც ვიცი, შეძლებდა თუ არა მუცომდე ასვლას, მაგრამ ხომ უნდა ეცადა მაინც ტურიზმის შეფს?... და თუ არ შეუძლია სიარული, მაშინ ვაბშე რა უნდა მანდ, სადაც არის?... მარტო თვითმფრინავით ფრენაა საქმე?...
სიარული გიჟმიშასაც არ შეეძლო, მაგრამ ფორთხვა-ფორთხვით ტობავარჩხილზე და დაჟე მყინვარწვერზეც კი ააღწია... სხვათა შორის, მიუხედავად იქ ჩატარებული რაღაც სისულელებისა (ფოიერვერკი და ასე შემდეგ), ეს ძალიანაც მოსაწონი საქციელი იყო...
ზატო, ეს სიგუა ზის ფბ-ზე და ილუზიას ქმნის, ვითომ რამეს აკეთებს: ქართულ საზოგადოებას ხან ფესტივალებით აბოლებს, ხან უკრაინის ავიარეისებით, რომელიც ქოცებმაც უნდა ვაღიაროთ, რომ მიშას დამსახურებაა და სიგუა სულ ტყუილად ეტენება საქმეში... თანაც ჯერ კიდევ საკითხავია, რამდენად უკეთესი სიტუაციაა წინა წლებთან შედარებით და თუ არის ვაბშე რამე უკეთესობა... ერთი-ორი სტატიაც შეუკეთა უცხოურ პრესაში, სადაც საქართველოზე კი არა, იმაზეა საუბარი, თუ რა მაგრად მუშაობს თვითონ და რამხელა მიღწევები აქვს...
მუცო ერთია და ან სად არის სხვა პროექტები?... მაგალითად, ოკაცეს კანიონის პროექტის დასრულება ამ ზაფხულისთვის იგეგმებოდა, ახლა კი ჩამი-ჩუმიც არ ისმის...
"ოცნებავ", მერამდენედ უნდა გადაგვაგდოთ ნაგლად? ან როდემდე უნდა იჯდეს ეს თაღლითი სიგუა ამ თანამდებობაზე და ვაბშე ტა, როდემდე უნდა იყოს გაყინული სიტუაცია?...
პ.ს. კიდევ კარგი, არ გავბრიყვდი და არჩევნებზე ნარმანიას ხმა არ მივეცი... ამის მერე, სულ ასე მოვიქცევი, როცა დანაპირებებს არ შეასრულებთ და სხვებსაც მოვუწოდებ ამისკენ...
მიხედეთ მუცოს დროზე!
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)