ზოგჯერ რეჟისორი და ოპერატორი მაგარ პორტრეტებს ქმნიან ჩვეულებრივი გარეგნობის მქონე მსახიობებისგან. მაგალითად, ცნობილ დრამაში ''საყვარელი'' რეჟისორმა ჟან ჟაკ ანომ პირველად აღმოაჩინა ჯეინ მარჩი და იმის შემდეგ მარჩი ისეთი მშვენიერი არც ერთ ფილმში აღარ ყოფილა.

ოლივია ჰასის სილამაზე ისე სრულყოფილი არასოდეს ყოფილა(არც რეალურ ცხოვრებაში), როგორც ძეფირელის ფილმებში.
კარ-ვაის 2046-ში ანდროიდი გამცილებლის როლში ფეი ვონგის იმიჯიც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარია

ჩემი კიდევ ერთი საყვარელი პორტრეტია ჯოდელ ფერლანდის პერსონაჟი ჯელიზა როუზი ზღაპარში ''წყალდიდობების ქვეყანა''. ეს მსახიობი ასეთი მაგარი აღარასოდეს იქნება, უკვე დამახინჯდა : ))
ტერი გილიემმა სწორედ ''ის'' მომენტი დაიჭირა და კოსტუმების მხატვართან და ოპერატორთან ერთად საოცრება შექმნა.

დადეთ თქვენი საყვარელი პორტრეტები, რომლებიც რეჟისორმა და ოპერატორმა შექმნეს და რომლებიც არაა გადმოკოპირებული კომიქსებიდან, ან სხვა წყაროდან.
This post has been edited by io-io on 28 Aug 2014, 12:34
Tired with all these.....