არ ისვენებენ ერთმორწმუნე ძმები
ექსკლუზივი: რუსმა ოკუპანტებმა კიდევ 4 ქართველი გაიტაცეს
19:46 2014-08-28
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბრისას გატაცებულის მეუღლე აცხადებს, სამხარაძეს პირობითი საზღვარი არ დაურღვევია და იგი სახლიდან დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით აიყვანეს.
რუსმა ოკუპანტებმა საქრთველოს კიდევ 4 მოქალაქე გაიტაცეს, სამი მათგანის დავით გოგიაშვილის, თენგიზ ბუჯიაშვილისა და ზურაბ ზუმბულიძის გატაცება სოფელ ჯარიაშენიდან მოხდა, სამივე მათგანი სამეურნეო სამუშაოების ჩატარების დროს გაიტაცეს. რაც შეეხება მეოთხე გატაცებულის მამუკა სამხარაძე რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან იმ დროს გაიტაცეს, როდესაც იგი საკუთარი ბაღიდან შეშის გამოტანას ცდილობდა.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბრისას გატაცებულის მეუღლე აცხადებს, სამხარაძეს პირობითი საზღვარი არ დაურღვევია და იგი სახლიდან დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით აიყვანეს.
როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი გატაცებაში 4 რუსი ოკუპანტი მონაწილეობდა. ოთხივე გატაცებული ჯერ ოკუპირებული ზემო არცევის რუსულ სამხედრო ბაზაში, შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
გიორგი ახალკაცი გორი სპეციალურად „ნიუპოსტისთვის“
http://newposts.ge/?l=G&id=48511-%E1%83%9D...%83%91%E1%83%90