ხობი — ქალაქი საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ხობის ნაპირას, ზვის დონიდან 25 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. მოსახლეობა 5,6 ათასი (2002 წ.). ხობში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ხობში არის ფოთისა და ხობის ეპარქიის რეზიდენცია, ქალაქიდან 2 კმ-ში დგას XIII საუკუნის დასასრულის ხობის ტაძარი.
ხობში არის რკინიგზის სადგური თბილისი-ზუგდიდის ხაზზე. ქალაქზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ს-1 თბილისი-ლესელიძე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ხობი-საბაჟო.
ნოჯიხევის მონასტერი მეცნიერთა ვარაუდით ტაძარი აშენებული უნდა იყოს VII-XIV საუკუნეებში, ხალხური გადმოცემით ტაძრის აშენებას უკავშირებენ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს.
ხობის მონასტერში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე დასვენებული ყოფილა უდიდესი სიწმინდეები: მარიამ ღვთისმშობლის კვართი; წმ. გიორგის ბარძაყი; წმ. კვირიკეს ხელის მტევანი; იოანე ნათლისმცემლის ნაწილი; შოლტი, რომლითაც მაცხოვარი იგვემა; დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო და თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი.

ხობისწყალი — იგივე ხობი, მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავეს იღებს ეგრისის ქედზე, მიედინება კოლხეთის დაბლობზე, ერთვის შავ ზღვას. მდინარის სიგრძე 150 კმ-ია, აუზის ფართობი - 1340 კვ. კმ., წყლის საშუალო ხარჯი - 44 კუბ.მ/წმ (შესართავიდან 30 კმ-ზე), მაქსიმალური - 333 კუბ.მ/წმ. საზრდოობს ძირითადად წვიმის წ###ბით, გამოიყენება სარწყავად. მისი მთავარი შენაკადია ჭანისწყალი (მარჯვნიდან). ხობისწყალზე დგას ქალაქი ხობი და დაბა ჩხოროწყუ.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხობის შესართავთან დროებით დისლოცირებული იყო შავი ზღვის ფლოტი. 2000-2005 წლებში ხობის შესართავთან სოფელ ყულევთან სიახლოვეს აშენდა ნავთობტერმინალი ტანკერებისთვის.

ხობის მუნიცპალიტეტის თვითმართველობის საიტი
http://www.khobi.ge/index.htmlხობის რაიონი კოლხეთის დაბლობის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
ხობისწყალი ჰქვია მდინარესაც, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონიდან და უერთდება შავ ზღვას, სოფელ ყულევთან. ანტიკური ხანის ისტორიკოსები ხობისწყალთან აიგივებენ მდ. ქარიენტეს, ქარიატა ჰქვია დღესაც ბოლო სოფელს, რომელსაც გაივლის მდ. ხობისწყალი.
გადმოცემის თანახმად სწორედ ხობისწყლის პირას მოუკლავთ ბიზანტიელებს კოლხეთის დიდი მეფე გუბაზი (562 წ).
ხობი მდიდარია კოლხეთის დიდების დამადასტურებელი ისტორიული ძეგლებით, 20-მდე მიწისზედა და 300-მდე მიწისქვეშა ძეგლია, აქ მოპოვებული მასალები გამოფენილია თბილისის, ზუგდიდის, ფოთის, ხეთის მუზეუმებში. ძვ. წელთაღრიცხვის IV-I ათასწლეულებში კოლხური სამოსახლოები ხელოვნურ მიწაყრილ ბორცვებზე იყო განლაგებული, ისინი ტორფისა და თიხის ქვეშ არიან დაძირულნი.
სოფელ ყულევში 2002 წლის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ძვ. წ. IX საუკუნის კოლხური ნამოსახლარი. თიხის ჭურჭელში ნაპოვნია ყურძნის წიპწები, რომელიც თარიღდება ძვ.წ VI საუკუნით.
სოფელ ჭალადიდში 2009 წლის თებრვალში აღმოჩენილია აბრეშუმის საშრობი ნაგებობა-ღუმელი, აბრეშუმის საქსოვი ხელსაწყო, რომლითაც დასტურდება, რომ საუკუნეების წინ აბრეშუმის ქსოვილს სწორედ ამ რეგიონში აწარმოებდნენ. ასევე აღმოჩენილია IV საუკუნის ბერძნული ამფორები და სამკაულები.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხობის სამონასტრო არქიტექტურული კომპლექსი, რომელშიც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკლო, გალავანი და სხვა ნაგებობანი.
* * *
პაპაწყვილრე

* * *
2003 წელს ბიზნესმენმა, პარლამენტარმა გოდერძი ბუკიამ ერთ კარ საქმეს ჩაუყარა საფუძველი, დაარსა “მეგრული სიმღერის, ხობის საერთაშორისო ფესტივალი”, რომელსაც ყოველ მეორე წელს მასპინძლობენ ხობელები და რომლის სტუმართა სია ხანდახან 800 ადამიანსაც აღწევდა (წინა წლებში).
http://www.stars.ge/xobi2009.html This post has been edited by giogege on 6 May 2010, 19:59