#42619690 · 22 Oct 2014, 13:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან ნაცნობი გრძნობაა: ) ბავშვობიდან ნაცნობი. თავს კარგად ვგრძნობ ზედაპირულ ურთიერთობებში - ადამიანებთან, რომლებთანაც მხოლოდ ხანმოკლედ, სიტუაციურად ვარ დაკავშირებული. ან ცალკეულ მეგობრებთან, რომლებთანაც არ მაქვს ინტენსიური ურთიერთობა და ვხვდებით ხანდახან სპონტანურად, ისეთ ტალღაზე, რომ ჩვენი ნახევრად აბსტრაქტული ნაფიქრალი გავცვალოთ, ან რამით დავეხმაროთ ერთმანეთს.
თავს კარგად ვგრძნობ ზოგად ნაცნობობაშიც. მაგალითად, აუზზე, სადაც როგორც წესი, ბევრი ხალხია და მეტ-ნაკლებად ვიცნობთ ერთმანეთს, ვინც ხშირად დავდივართ. ხდება, გამომელაპარაკებიან უცნობები (ეს პირიქითაც), ან სულ ცოტა ხნის გაცნობილი ადამიანები მიყვებიან თავის პირადულ განცდებზე.
და ახლა მოდის პარადოქსი: ) ზოგადად კონტაქტური და კეთილგანწყობილი, თავს ვგრძნობ უცხოპლანეტელად, როგორც კი რამე "სასტავურ" გარემოში ვხვდები. ვერ აღვიქვამ თავს ვერცერთი ასეთი სიტუაციის ნაწილად, იქნება ეს ნათესავების გარემო, მეგობრების ფართო ჯგუფი თუ სხვა. მეუფლება შემაწუხებელი დეზინტერესის გრძნობა: ნუ, აი, საერთოდ არაფერი არ მაინტერესებს, რაც იქ შეიძლება მოხდეს, ან ითქვას. "იქ" ყოფნაზე "ორგანული" იქნებოდა უდაბნოში მარტოდმარტო ხეტიალი, გაშლილ ოკეანეში ზვიგენების სიახლოვე, ან სხვა პლანეტაზე გადასახლება : ))) ვერიდები ამ სიტუაციებს, მაგრამ თუ მაინც მოხდა და მოვხვდი, მაგ დროს ჩემი ასტრალური სხეული ტოვებს ჩემს ფიზიკურს და შორიდან სიცილით, ირონიით, ან მოწყენილი უყურებს, როგორ "ერთვება" ეს უკანასკნელი სიტუაციაში - ლაპარაკობს, დგას, ზის, ცეკვავს... თითქოს რაღაც ფარსის მომენტივითაა, მიუხედავად იმისა, რომ რამე "ობიექტურ" ტყუილს (ჩემი მხრიდან) ადგილი არ აქვს ხოლმე.
ახლო და ინტენსიური ურთიერთობით ბედნიერების, ჩემს პლანეტაზე ყოფნის განცდა - ყოფილა, მაგრამ როგორც იშვიათობა.
|