#42725289 · 1 Nov 2014, 22:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი ბოდიში მოდერატორებთან, თუ არასწორ ადგილას ვხსნი თემას...
თვითონ თემას რაც შეეხება... მაქვს დაქირავებული მარკეტი დიდ დიღომში, მუშაობს ნორმალურად, საკმაოდ დიდი ხანია არსებობს ეს ობიექტი, თუმცა განვითარება სჭირდება დღევანდელი კონკურენციის პირობებში. თუ შეგიძლიათ მირჩიოთ ზოგადად მოკლედ, ან კონკრეტულად როგორ განვავითარო ეს ბიზნესი. სამწუხაროდ დიდი გამოცდილება არ გამაჩნია, თუმცა არც არასწორი ნაბიჯი გადამიდგია მარკეტის ჩემს ხელში არსებობის პერიოდში.
არ მაქვს პრეტენზია დიდი თანხების ამოღებაზე ან მომხმარებლ მოტყუებაზე საზიზღარი პროდუქციით, ან სხვა რამით... თუმცა დიდი სურვილი მაქვს განვავითარო შემოსავლიანობა.
მაღაზიის ერთი ძალიან დიდი უპირატესობა არის მისი არსებობის დიდი დრო და ე.წ. ცნობადობა უბანში, თუმცა ბოლომდე ალბათ ვერ იყენებს თავის უპირატესობას. ქირას, ხარჯებს და სხვა შემოსავლებს ჰყოფნის მაღაზია, მაგრამ ბოლომდე ამოსუნთქვის საშუალებას არ იძლევა, თან განვითარება ნამდვილად კარგი გამოსავალია ყოველთვის.
ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ და რჩევები მომცეთ, წინასწარ ძალიან დიდი მადლობა.
|