ვიკიპედია, ვინც რა არ უნდა თქვას და რანაირადაც არ უნდა გააკრიტიკოს, სტაბილურად არის ყველაზე პოპულარული საიტების ხუთეულში, გუგლის, იუტუბის და ფეისბუკის შემდეგ, როგორც წესი მეოთხე. ინგლისურენოვანი ვიკიპედია კი, შესაძლოა, ყველაზე უფრო ზუსტი და აკადემიურ სტანდარტებთან მიახლოებულ რესურსსაც წარმოადგენდეს, რომლიდანაც ასეულობით მილიონი ადამიანი პირდაპირ, თუნდაც ზედაპირულ, ინფორმაციას იღებს ამა თუ იმ საკითხზე.
ინგლისურ ვიკიპედიას, ასევე აქვს სტატიების შეფასების სისტემა. არის ე.წ. featured content-ი და სხვადასხვა რედაქტორები ამ შემცველობას აფასებენ, მათი ობიექტურობის, აკადემიური ციტირებების, სხვადასხვა გადმოსახედიდან ინფორმაციის ინტერპრეტირების და ა.შ. სტანდარტებით.
მე თვალში მხვდება ორი რაღაც. ერთი ის არის, რომ საქართველოზე ფაქტიურად არცერთი სტატია არ არის featured article. ერთადერთი თამარ მეფეზე სტატიას აქვს იარლიყი, რომ არის good article, თუმცა არა featured article. ჩემი აზრით ამით რომ დაკავდეს ვინმე, ძალიან კარგი იქნებოდა.
მეორე: სომხები ძალიან აქტიურობენ ვიკიპედიაზე. მე არანაირად არმენოფობად არ მიმაჩნია თავი და არც მაქვს სურვილი რომ ვიყო. მაგრამ ფაქტია, რომ სომხეთის განათლების სამინისტრომ და არაერთმა NGO-მ წამოიწყეს კამპანია, სადაც თავიანთ კულტურას და ისტორიას დიდ პროპაგანდას უწევენ ვიკიპედიაზე. შეგიძლიათ ინფო იხილოთ ამ სტატიაზე
http://www.bbc.com/news/blogs-news-from-elsewhere-28588188მე ძალიან ვუწონებ ამას სომხებს. სხვა საკითხია, რამდენად ობიექტურია მათი სტატიები და რამდენად აქვთ შანსი, რომ featured content-ი გახადონ თავიანთი სტატიები.
არ არის დრო , რომ ქართველმა ვიკიპედისტებმა რაღაც მსგავსი ქნან? ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ნაცვლად, თანამედროვე და დასავლეთში რეპუტაციის მქონე წყაროების ციტირება გააკეთონ. მარტო წყაროებზეც არ არის საქმე, თუნდაც ჯალალედინის მიერ თბილისის აოხრება რომ ავიღოთ, იქ რომ ვინმემ წააწეროს, რომ ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს რომ 100 000 დახოცილი შესაძლოა გაბერილი ციფრი იყოსო, თუნდაც მაგ პატარა დეტალმა შეიძლება წამოწიოს წინ არტიკლის ხარისხი. არ არის საქართველოს ისტორია Lord of the Rings-ი, სადაც აბსოლუტური სიკეთე ებრძვის აბსოლუტურ ბოროტებას. ჯალალედინიც ადამიანი იყო და აღა-მაჰმად-ხანიც.