Alexa.com-ის ყოველდღიურად განახლებადი ინტერნეტ სტატისტიკის მიხედვით კავკასიის რეგიონში ყველაზე აქტიურად პორნოგრაფიულ საიტებს ქართველი ინტერნეტმომხმარებლები უყურებენ.
პირველი სექტემბრის მონაცემებით საქართველოში 23-ე ყველაზე ყურებადი საიტი არის უმსხვილესი პორნოგრაფიული საიტი Xvideos.com, ხოლო 25-ე ადგილზე კი ასევე პორნოგრაფიული საიტი Xnxx.com იმყოფება. ამ მაჩვენებლით საქართველო არამარტო კავკასიის სხვა ქვეყნებს არამედ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობასაც ასწრებს.
კავკასიის სხვა ქვეყნებში ამგავრი საიტების რეიტინგი შედარებით დაბალია; მაგალითად, სომხეთში Xvideos.com 69-ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანში Xnxx.com 63 ადგილზე.
მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან პორნოგრაფიული საიტების ყურებით გამოირჩევიან იაპონია სადაც Xvideos.com 17 ადგილზეა და ალჟირი სადაც Xnxx.com 9-ე ადგილზეა
http://www.tabula.ge/ge/story/87254-kavkas...eloshi-ukurebenდაკაზანტიპი არ გვინდა ხო?