სალამით, მაქვს კითხვა...
მაქვს ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორი Blackview X300 Dual მაგრამ მაქვს ასევე ერთი პრობლემა.
არის ორ კამერიანი (ანუ წინა და უკანა ხედვის კამერებით!). როდესაც ვრთავ ვიდეო რეგისტრატორს მუშაობს იდეალურად გამოსახულებაც კარგი აქვს ხმაც და სხვა დანარჩენიც, გარდა ერთისა. როდესაც ვაერთებ უკანა ხედვის კამერას ითიშება მთლიანად ვიდეო რეგისტრატორი, ან შეიძლება არ გაითიშოს და აჩვენოს, რომ უკანა ხედვის კამერა ჩართულია და მუშოაბს (ასეც არის ჩართულია და მუშაობს კიდევაც კარგად), მაგრამ როდესაც ვაჭერ ჩაწერის ღილაკს, ანუ როდესაც მინდა რომ დაიწყოს ვიდეო რეგისტრატორმა ვიდეო ფაილის ჩაწერა, ეგრევე ითიშება.
იქნება ვინეს ქონია მსგავსი შემთხვევა (პრობლემა) და რამენაირად აღმოფხვრა, თუ დამეხმარებით მადლობელი დაგრჩებით. ყველანაირ რჩევას გავითვალისწინებ!

ესეც ვიდეო რეგისტრატორის ფოტო-სურათი.
* * *
ნუთუ არავინ არაფერი არ იცით ამის შესახებ ვის მივუტანო რომ შეაკეთოს ან რამე მსგავსი?!