სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლი საქველმოქმედო ორგანიზაცია "ოქსიფამის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დოვლათი, რომელსაც პლანეტის უმდიდრესი ადამიანბი ფლობენ, რაც მოსახლეობის 1%-ია, 2016 წელს პლანეტის დანარჩენი მოსახლეობის არსებულ ქონებას გადააჭარბებს.
კვლევის თანახმად, მსოფლიოში არსებული სიმდიდრის წილი, რომელსაც პლანეტის უმდიდრესი ადამიანები ფლობენ (მოსახლეობის 1%), 2009 წელს 44%-მდე გაიზარდა, ხოლო 2014 წელს - 48%-მდე.
ოქსიფამის მტკიცებით, ამჟამინდელი ტენდენციით ყველაზე მდიდარი 1% 2016 წლისთვის მსოფლიოში არსებული დოვლათის 50%-ზე მეტის მფლობელი იქნება.
ოქსიფამის ანგარიშში ნათქვამია, მსგავსი უთანასწორობა გლობალურ სიღარიბესთან ბრძოლას აფერხებს.
"ნამდვილად სურთ თუ არა ადამიანებს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ადამიანების 1% ფლობს მეტ ქონებას, ვიდრე პლანეტის დანარჩენი მაცხოვრებლები"- ამბობს ოქსიფამის აღმასრულებელი დირექტორი უინნი ბაიანიმა.
მისივე თქმით, გლობალური უთანსწორობის მასშტაბი შემაძრწუნებელია და მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითი საერთაშორისო დონეზე დღის წესრიგში დგას, უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის ძალიან სრაფად ფართოვდება.
ეს განცხადება უინი ბაიანმა დღეს, 19 იანვარს მსოფლიოს ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა, რომელიც დავოსში იმართება.
მსგავსი კვლევა ოქსიფამმა გასულ წელსაც წარადგინა, რომლის თანახმადაც, პლანეტის 85 ყველაზე მდიდარი ადამიანი იგივე ქონებას ფლობს, რასაც პლანეტის ყველაზე ღარიბი 3.5 მილიარდი ადამიანი (მოსახლეობის 50%). წლევანდელი მონაცემებით კი, უკვე 80 ადამიანი ფლობს იმავე ქონებას.
კვლევა გამოქვეყნდა ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინიციატივის პარალელურად, რომლის თანახმადაც, მდიდარი ადამინების მიმართ გადასახადები უნდა გაიზარდოს, რათა საშუალო კლასს დაეხმარნონ.
მსგავსი კველვა გამოქვეყნდა ოქტომბერში "Credit Suisse"-ის მიერ, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსახლეობის 1% მსოფლიოში არსებული დოვლათის ნახევარს ფლობს.
http://www.netgazeti.ge/GE/105/Life/40402/

ჩვენ რა ვქნათ ჩვენ??
ჰიტლერთან ომი ამერიკის და ჩერჩილის შეცდომა იყო, ნაციონალ სოციალისტური იდეების საბაზრო ეკონომიკასთან შეთანხმება შეიძლებოდა (C) temart